ქართველოლოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართველოლოგიაქართველებისა და საქართველოს შემსწავლელი ჰუმანიტარული დარგებიდან ერთ-ერთი. იკვლევს ქართველური ენების და მათი დიალექტების ფონეტიკურ-ფონოლოგიურ, გრამატიკულ და სემანტიკურ სტრუქტურებსა და ისტორიას, ქართულის, როგორც სალიტერატურო ენის ფუნქციონირებისა და ნორმალიზაციის საკითხებს.

სარჩევი

ქართული ენის ლექსიკოლოგიური და გრამატიკული ძიებები

ჩვენამდე მოღწეული მასალების მიხედვით, ქართული ენის ლექსიკოლოგიურ-ლექსიკოგრაფიული და გრამატიკული ძიებები უკვე X-XII სს-ში იწყება. შემდეგ პერიოდში საქართველოში შექმნილი ურთულესი პოლიტიკურ-ისტორიული პირობების გამო ენათმეცნიერული აზრის განვითარება შეფერხდა. XVII ს-იდან. ქართული გრამატიკების შექმნამ, ლექსიკოგრაფიული საქმიანობის დაწყებამ, რომელიც უკავშირდებოდა იტალიელ მისიონერების მოღვაწეობას, გარკვეული ბიძგი მისცა ქართული საენათმეცნიერო კვლევის აღორძინებას. ამ პერიოდში (1685– 1715) შეიქმნა სულხან-საბა ორბელიანის ქართული ენის პირველი ვრცელი განმარტებითი ლექსიკონი, რომელიც აგრძელებდა საქართველოში ადრევე ჩამოყალიბებულ ტრადიციებს. ქართული ენის იმდროინდელი გრამატიკები ბერძნულ-ლათინური ფილოლოგიური გრამატიკის პრინციპებს ემყარებოდა. მათგან უძველესია ს. შანშოვანის „მოკლე ღრამმატიკა ქართული ენისა“ (1717).

XVII ს-ში ანტონ ის მიერ შექმნილი ორი გრამატიკული ნაშრომი (1753; 1767) საფუძვლად დაედო გრამატიკის სხვა სახელმძღვანელოებს XVIII ს. II ნახევარსა და XIX ს. I ნახევარში. განსაკუთრებით ეს ითქმის გაიოზ რექტორის (1796-1800), დავით ბატონიშვილისა (1890) და ეპისკოპოს ვარლამის მიერ შედგენილ (1802) გრამატიკულ სახელმძღვანელოებზე. ანტონ I-ის გრამატიკას ემყარება აგრეთვე ი. ქართველიშვილის (1809–16), გ. ფირალიშვილის (1820), იოანე ბატონიშვილის (1829), ს. დოდაშვილის (1830), პ. იოსელიანის (1840), დ. ჩუბინაშვილის (1855) გრამატიკული ნაშრომები. სასკოლო გრამატიკებიდან ყველაზე გავრცელებული იყო ა. ქუთათელაძისა და ს. ხუნდაძის გრამატიკები.

XIX ს-ში გრძელდებოდა ლექსიკოგრაფიული მუშაობაც. 1812-25 ნ. ჩუბინაშვილმა შეადგინა „ქართული ლექსიკონი რუსული თარგმანითურთ“ (გამოიცა თბ., 1961, რედ. ა. ღლონტი) და „რუსულ-ქართული ლექსიკონი“ (გამოიცა თბ. 1971-73, რედ. ა. ღლონტი). 1840 გამოვიდა დ. ჩუბინაშვილის „ქართულ-რუსული“ ლექსიკონი, რომლის პირველი გამოცემა მ. ბროსემ შეავსო ფრანგული შესატყვისებით. დ. ჩუბინაშვილმა გამოაქვეყნა აგრეთვე „რუსულ-ქართული“ ლექსიკონი (1846) საყურადღებოა რ. ერისთავის „მოკლე ქართულ-რუსულ-ლათინური ლექსიკონი: მცენარეთა, ცხოველთა და ლითონთა სამეფოებიდან“ (1884).

ქართული და ქართველური ენების მეცნიერული კვლევა

XIX ს. 70-იან წლებში პეტერბურგში საფუძველი ჩაეყარა ქართული ენის მეცნიერულ შესწავლას. ა. ცაგარელმა ხელი მოჰკიდა ქართველურ ენათა ისტორიულ-შედარებით კვლევას და გამოაქვეყნა რამდენიმე ნაშრომი (რუსულ ენაზე). ქართული და ქართველური ენების მეცნიერული კვლევა პეტერბურგში განახლდა XX ს. დასაწყისში, როდესაც გამოქვეყნდა ნ. მარის „ძველი ქართული ენის გრამატიკის ძირითადი ტაბულები“ (1908), მისივე „ჭანური გრამატიკა“ (1910) და „ძველი სალიტერატურო ქართული ენის გრამატიკა“ (1925); აგრეთვე ი. ყიფშიძის „მეგრულის გრამატიკა“ (1914) და სხვ. შრომები. საქართველოში საენათმეცნიერო მუშაობა გაიშალა თსუ-ის დაარსების (1918) შემდეგ (ი. ჯავახიშვილი, ა. შანიძე, გ. ახვლედიანი). და გაგრძელდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტსა და სხვა სამეცნიერო ცენტრებში.

გასული საუკუნეების 20-იანი წლების დასაწყისიდან ენათმეცნიერების განვითარებას სათავეში ჩაუდგნენ თსუ-ის დამაარსებლები: ი. ჯავახიშვილი, ი. ყიფშიძე, ა. შანიძე, გ. ახვლედიანი, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ მათთან ერთად იღვწოდნენ თსუ პირველი გამოშვების კურსდამთავრებულნი – არნ. ჩიქობავა, ს. ჯანაშია, ვ. თოფურია.

ქართული ენის ფონეტიკა

ქართული ენის ფონეტიკის საკითხთა მეცნიერული კვლევის ერთ-ერთი პირველი ნიმუშია ი. ყიფშიძის „ასიმილაციისა და დისიმილაციის წესი ქართულსა და მეგრულში“ (1920). ამას მოჰყვა გ. ახვლედიანის „მკვეთრნი ხშულნი ქართულში“ (1923), ა. შანიძის „წელიწადის ეტიმოლოგიისათვის“ (1924), არნ. ჩიქობავას „ვინის რეფლექსები ფერეიდნულში“ (1923), „გრძელი ხმოვნები მთიულურში“ (1924), ვ. თოფურიას წერილები „ფონეტიკური დაკვირვებანი ქართველურ ენებში“ (1926-41). დამოუკიდებელი ქართული ფონეტიკური სკოლის ჩამოყალიბება უკავშირდება გ. ახვლედიანის სახელს. ქართული ენისა და ზოგადი ფონეტიკის ძირითადი პრობლემები განხილულია მის მონოგრაფიაში „ზოგადი და ქართული ენის ფონეტიკის საკითხები“ (1918), „ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები“ (1949) ფონეტიკა-ფონოლოგიის პრობლემატიკა ძირითადად მუშავდებოდა თსუ ზოგადი ენათმეცნიერების კათედრასთან არსებულ ფონეტიკის კაბინეტში (1930-იდან), ფონეტიკის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიასა (1961-იდან გამგეები: გ. ახვლედიანი, ს. ჟღენტი, შ. გაფრინდაშვილი, ი. ლეჟავა) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორიაში (გამგეები: შ. გაფრინდაშვილი, ზ. ჯაფარიძე, ნ. არდოტელი). ამ ლაბორატორიებში დამუშავდა ქართული (ქართველური) და მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა ფონეტიკა-ფონოლოგიის არაერთი კარდინალური საკითხი. ამ დარგის ნაშრომებია: „ქართული ენის ფონეტიკა“ და „ქართული ენის რიტმიკულ-მეთოდიკური სტრუქტურა“ (ს. ჟღენტი, 1956; 1961); „სალიტერატურო ქართული ენის გენერატორულ-ფონოლოგიური მოდელი“ (გ. ნებიერიძე, 1974), „ქართული ენის ფონემატური სტრუქტურა“ (თ. უთურგაიძე, 1976), „სალიტერატურო ქართულის ინტონაციის საკითხები“. (ნ. კიზირია 1987) და მრავალი სხვა.

ქართული ენის მორფოლოგია

ა. შანიძის მრავალრიცხოვანი გამოკვლევები მორფოლოგიის საკითხებზე შეჯამებულია, მის „ქართულ გრამატიკასა” (1930) და „ქართული ენის გრამატიკის საფუძვლებში“ (1953. მე-2. გამოც. – 1973. მე-3 გამოც, 1980). მორფოლოგიის საკვანძო საკითხებს, ეძღვნება არნ. ჩიქობავას „ქართული ენის დახასიათება“ (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი; ტ. 1, 1950, ცალკე, გამოცემა 1998), აგრეთვე წერილების, სერია: „რა თავისებურებანი, ახასიათებს ქართული ენის აგებულებას?“ (1929-30). მნიშვნელოვანი, გამოკვლევები, ზმნათა სუფიქსაციის, დროისა და, გვარის მაწარმოებელთა საკითხების შესახებ ეკუთვნის ვ. თოფურიას. ბოლო წლებში გამოქვეყნდა მონოგრაფიები ქართული ენის მორფოლოგიის პრობლემებზე: ბ. ჯორბენაძის „ზმნის გვარის ფორმათა წარმოებისა და ფუნქციის საკითხები“ (1975) და მისივე- „ქართული ზმნის ფორმობრივი და ფუნქციური ანალიზის პრინციპები“ (1980); მ. დამენიას „ქართული ზმნური მორფემების სტრუქტურული მოდელები“ (1982); მ. სუხიშვილის „სტატიკური ზმნები ქართულში“ (1976) და „გარდამავალი ზმნები ქართულში (სისტემისა და ისტორიის ზოგი საკითხი)“· (1986); თ. უთურგაიძის „სახელის მორფოლოგიური ანალიზი ქართულში“ (1986); „გრამატიკული კატეგორიებისა და მათი ურთიერთმიმართებისათვის ქართულ ზმნაში“ (2002); დ. ფხაკაძის „I თურმეობითის ფუნქციები ქართულში“ (1984); გ. გიგოლაშვილის „ქართული ზმნის უღვლილების სისტემა“(1988); კ. ღვინაძის „ქართული ზმნის ვნებითი გვარის ფორმათა სტილისტიკა“ (1989); დ. მელიქიშვილის „ქართული ზმნის უღლების სისტემა“ (2001); მ. ტუსკიას „სახელთა აფიქსური წარმოება ახალ სალიტერატურო ქართულსა და დიალექტებში“ (2004); რ. ქურდაძის ხმოვანმონაცვლე ზმნები თანამედროვე ქართულში“ (2005) და მრავალი სხვ.

სინტაქსის საკითხები წარმოდგენილია ლ. კვიჭიძის, „თანამედროვე, ქართულიც ენის სინტაქსში“ (1966, 2 გამოც. -1977, მე-3 გამოც. -1988 მე-4 გამოც. -1996) ა. დავითიანის „ქართული ენის სინტაქსში“, (1978); გამოქვეყნდა აგრეთვე ლ. კვანტალიანის „მისამართი სიტყვისა და მიმართებითი ნაცვალსახელის შეთანხმება ქართულში” (1983) და „ქართული ზეპირი მეტყველების სინტაქსის საკითხები“ (1990), შ. აფრიდონიძის „სიტყვათგანლაგება ახალ ქართულში“ (1986); ნ. კიზირიას, მარტივი წინადადების წევრთა შემადგენლობის მიხედვით და კომუნიკნტივები“ (1987); რ. ჭიკაძის „წინადადების პაარატექსტული კონსტრუქცია ქართულში“ (1995) და სხვ. ზემოთ დასახელებული ავტორების გარდა, ქართული ენის მორფოლოგისა თუ სინტაქსის საკითხებზე მნიშვნელოვანი წერილები აქეთ გამოქვეყნებული გ.როგავას, გ. მაჭავარიანს, ლ. ნოზაძეს, ნ. აბესაძეს, დ. გეწაძეს, გ. კაჭარავას, ჟ. ბაბუნაშვილს, გ. ბურჭულაძეს, ლ. გეგუჩაძეს, მ. მაჭავარიანს, ა. ფოცხიშვილს, და სხვ.

ძველი ქართულის გრამატიკულ წყობას. მიეძღვნა ა. შანიძის „ძველი ქართული ენის გრამატიკა“ (1976 ქართულ ენაზე, 1982 გერმანულ ენაზე); არნ. ჩიქობავას „მარტივი წინადადების, პრობლემა ქართულში” ქვემდებარე-დამატების საკითხი ძველ ქართულში“ (I გამოცემა - 1928, მე-2 გამოცემა - 1968); მისივე: ერგატიული კონსტრუქციის პრობლემა იბერიულ-კავკასიურ ენებში. ნომინატიური და ერგატიული კონსტრუქციის ისტორიული ურთიერთობა, ძველი ქართული სალიტერატურო ენის მონაცემთა მიხედვით” (1948); ძველი ქართული ენის სტრუქტურისა და ქართული ენის სტრუქტურისა და წართული ენის ისტორიის საკითხებია განხილული, აგრეთვე მონოგრაფიებში: „ზმნის,ძირითადი კატეგორიების ისტორიისათვის ძველ ქართულში” (ი. ქავთარაძე 1954), „ქართული, ენის ისტორიისათვის“ (მისივე, 1964), „სახელთა ბრუნება და ბრუნვითი ფუნქციები ძველ ქართულში” (ი. იმნაიშვილი; 1964); „ზმნა ძველ ქართულში” ი. და ვ. იმნაიშვილები, ორ ნაწილად 1996); „ქართული წინადადებების პრობლემა ქართულ ენაში“ (შ. ძიძიგური 1989); „ფონეტიკური პროცესები ძველ-ქართულში“ (მ. ძიძიშვილი, 1950), „რთული წინადადების ისტორიისათვის ქართულში” (ფ. ერთელიშვილი, 1963); „ზმნური ფუძეების ფონემატური სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები ქართულში“ (მისივე 1970); „მარტივი წინადადებების შედგენილობა ძველ ქართულში“ (ნ. კიზირია, 1963); „რთული წინადადებების შედგენილობა ძველ ქართულში“ (მისივე, 1969); „ინფინიტივის, საკითხისათვის ძველ ქართულში“ (დ. ჩხუბიანიშვილი 1972); „იოანე პეტრიწის, ენა და სტილი“ (დ. მელიქიშვილი, 1975); „ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის, საკითხები“ (ზ. სარჯველაძე, 1975); „ქართული: სალიტერატურო ენის ისტორიის შესავალი“, (მისივე 1984), ძველი ქართული ენა (მისივე 1997), „ზმნისწინი ძველ, ქართულში“ (ი. ვეშაპიძე 1967); „ქართული სამწერლობო ენის ისტორიის საკითხები”. (კ. დანელია 1983); „მესამე სერიის, ნაკვთეულთა წარმოება და მნიშვნელობა ძველ ქართულში“ (ა. არაბული 1984); „ზმნის აღწერითი წარმოება ძველ ქართულში“ (თ. ვაშაკიძე 1993); „კორელაციურ ფუძეთა ისტორია ქართულ ენაში“ (ნ. ჭოხონელიძე, 2000); „სუბიექტური მესამე პირის ნიშანთა განაწილებისათვის ძველ ქართულში“ (ლ. ბარამიძე 2003) და მრავალი სხვ. რიგი მნიშვნელოვანი საკითხია გამოკვლეული ი. აბულაძის, კ. დონდუას, გ. როგავას, ლ. კიკნაძის, ქ. ლომთათიძის, ა. მარტიროსოვის, თ. უთურგაიძის, ც. ქურციკიძის, თ. ცქიტიშვილის, მ. შანიძის, ზ. ჭუმბურიძის, ლ. ბარამიძისა და სხვათა წერილებში.

სიტყვაკაზმული მწერლობა

ქართული ენის ფუნქციონირების ფართო და სპეციფიკური სფეროა სიტყვაკაზმული მწერლობა, რუსთველის ენას მიეძღვნა ა. შანიძის, არნ. ჩიქობავას, ი. აბულაძის, ვ. ბერაძის, გ. წერეთლის, შ. ძიძიგურის, ქ. ლომთათიძის, ა.ჭინჭარაუულის, ი. მეგრელიძისა და სხვა წერილები. ი. გიგინეიშვილის გამოკვლევები „ვეფხისტყაოსნის“ ენისა და ტექსტის კრიტიკის, საკითხების შესახებ (1975), ა. ჭინჭარაულის „ვეფხისტყაოსნის“ ენისა და ტექსტის საკითხები“, წიგნი I (1982) და გ. კარტოზიას „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის საკითხები“ (1975) სამჯერ გამოიცა „ვეფხისტყაოსნის“ სიმფონია (1933, კ. ჭიჭინაძე, 1956 თსუ-ში ა. შანიძის ხელმძღვანელობით, 1973– ენათმეცნ. ინ-ტში მ. ჭაბაშვილისა და ა. ჭინჭარაულის რედაქტორობით).

მონოგრაფიულადაა შესწავლილი ი. ჭავჭავაძის (გ. შალამბერიძე, 1966), რ. ერისთავის (ო. ურიდია, 1966), ვ. ბარნოვის (ე. კოშორიძე, 1966), ე. გაბაშვილისა (ი. კიკნაძე, 1982, 2005), კ. გამსახურდიას (ნ. ლემონჯავა, 1983) ენისა და სტილის საკითხები; ცალკეულ მწერალთა ლექსიკონები შეადგინეს ა. ჭინჭარაულმა („ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი“,1969), ა. ჭავჭავაძის, ნ. ბარათაშვილის სიმფონია-ლექსიკონები (ა. არაბული, თ. გვანცელაძე, ა. ლომთაძე, 1996), ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, გ. ტაბიძის პოეზიის სიხშირული ლექსიკონები (თ. სანიკიძე) და სხვ. მთელი რიგი სტატიები აქვთ გამოქვეყნებული აგრეთვე ა. შანიძეს, არნ. ჩიქობავას, ე. თოფურიას, შ. ძიძიგურს, ი. გიგინეიშვილს, ბ. ჯორბენაძეს, გ. კვარაცხელიას, თ. კვაჭანტირაძე, ო.ურიდიას, ს. სარჯველაძეს და სხვ.

ქართული ენის ლექსიკა

ქართული ენის ლექსიკის თანამედროვე ვითარებას ასახავს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცემული „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“ ტ. 1-8; „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“ (ერთტომეული, 1986; მე-2 გამოც. 1999, 2 ნაკვეთად); რვატომეულის ბაზაზე შექმნილი „ინვერსიული ლექსიკონი“ (შედგენილი ბ. ფოჩხუას ხელმძღვანელობით, 1967). რამდენჯერმე გამოიცა ი. იმედაშვილის (1904, 1928), გ. ახვლედიანის (1933), მ. ჭაბაშვილის (1964, 1973, 1989) „უცხო სიტყვათა ლექსიკონი“. გამოქვეყნდა „რუსულ-ქართული ლექსიკონი“ პ. ქავთარაძის რედაქციით (1937), აგრეთვე ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ შედგენილი „რუსულ-ქართული ლექსიკონი“ (ტ. 1-3, 1956–59), „რუსულ-ქართული ლექსიკონი“ (ერთტომეული, 1983);

თანამედროვე ქართული ენის ლექსიკა მიმოხილულია ნაშრომებში: „ქართული ენის ლექსიკოლოგია“ (ბ. ფოჩხუა,1974), „ქართული ლექსიკოგრაფიის საფუძვლები“, „ქართული ლექსიკოგრაფიის საკითხები“ (ა. ღლონტი, 1964, 1983); „თანამედროვე ქართული ენის ლექსიკა“ (რ. შამელაშვილი, წგ. 1-3, 1972–79), „ქართული სალიტერატურო ენის ლექსიკური სინონიმიკის საკითხები“ (ჯ. სილაგაძე, 1981), „ფერთა აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულსა და რუსულ ენებში“ (ნ. მირიანაშვილი, 1986), „თანამედროვე ქართული ენის იდეოგრაფიული ლექსიკონი, I“ (ბ. ფოჩხუა, 1987). ქართული ფრაზეოლოგია და იდიომატიკა შესწავლილი აქეს ა. თაყაიშვილს – „ქართული ფრაზეოლოგიის საკითხები“ (1961), ა. ონიანის – „ქართული იდიომები“ (1960).

ძველი ქართული ენის ლექსიკას შეისწავლიან თსუ-ში, ენათმეცნიერების ინ-ტსა და ხელნაწერთა ინ-ტში. გამოქვეყნდა ილ. აბულაძის „ძველი ქართული ენის ლექსიკონი“ (მასალები, 1973), ამავე ლექსიკონის ინვერსიული საძიებელი (1979); ზ. სარჯველაძის „ძველი ქართული ენის ლექსიკონი (მასალები“,1995), „ძველი ქართული ენის სიტყვის კონა“ (მისივე, 2001), ქართული ოთხთავის სიმფონია-ლექსიკონი შეადგინა ი. იმნაიშვილმა (1948–49), გამოიცა „ქართლის ცხოვრების სიმფონია-ლექსიკონი“ (წგ. 1– 2, 1986), „ქართული აგიოგრაფიული ძეგლების სიმფონია-ლექსიკონი“, 2005) მონოგრაფიულად შეისწავლება სხვადასხვა დარგის ლექსიკა: „ადამიანის ანატომია–ფიზიოლოგიასთან დაკავშირებული ლექსიკა ძველ ქართულში“ (ლ. გელენიძე, 1974), „ცხოველების აღმნიშვნელი ლექსიკა ძველ ქართულში“ (ი. ქერქაძე, 1974).

ქართული სალიტერატურო ენის ნორმები და სადავო საკითხები

ახალი ქართული სალიტერატურო ენის ნორმირებისა და სადავო საკითხების მოსაგვარებლად მუშაობა არსებითად XIX ს. 60-იანი წლებიდან დაიწყო, როცა ი. ჭავჭავაძის თაოსნობით გატარდა მნიშვნელოვანი ორთოგრაფიული რეფორმა (ძვ. ასოების ხმარებიდან ამოღება). ეს მუშაობა კიდევ უფრო გაცხოველდა თსუ-ის დაარსების შემდეგ. განსახკომთან შეიქმნა სახელმწიფო სამეცნიერო საბჭო აკად. ი. ჯავახიშვილის თავმჯდომარეობით (1921), შემდეგ – 1925-იდან – ცენტრალური სატერმინოლოგიო კომიტეტი. სხვადასხვა დროს განსახკომთან, ქართ. ლიტრის ინ-ტთან, საქართვ. მეცნ. აკად. პრეზიდიუმთან მუშაობდა ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია. 1954-იდან საქ. სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებობდა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისია. 1995-იდან მას ეწოდება საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისია. კომისიის სამუშაო ბაზა შეიქმნა საქართველოს მეცნ. აკად, ენათმეცნ. ინ-ტში ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა განყოფილების სახით (1953), რომელიც 1966 გარდაიქმნა ქართ. მეტყველების კულტურის განყოფილებად ხელმძღვანელი ი. გიგინეიშვილი, შ. აფრიდონიძე, თ. ვაშაკიძე). გამოსულია „თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების“ I კრებული (1970, რედ. ი. გიგინეიშვილი; ფოტოტიპური გამოცემა 1986); 1985-იდან დამტკიცებული ნორმები გამოდის ბიულეტენების სახით. 1972-იდან გამოდის კრებ. „ქართული სიტყვის კულტურის საკითხები“, გამოქვეყნებულია 12 წიგნი (1-5 რედ. ი. გიგინეიშვილი, 6-12 რედ. შ. აფრიდონიძე). სალიტერატურო ქართულის ნორმირება-დახვეწას ემსახურება „ორთოგრაფიული ლექსიკონი“ (ვ. თოფურია, ი. გიგინეიშვილი, 1968,წ გამოც. 1998). ენათმეცნ. ინ-ტმა და ქართ. ენციკლოპედიის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ ერთობლივად გამოსცეს კ. გიგინეიშვილის „ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“ (1985) და „საბჭოთა კავშირის ბეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“ (1987). პირთა და გეოგრაფიულ სახელთა მართლწერასთან დაკავშირებით ცალკე წიგნებისა და ბროშურების სახით გამოქვეყნებულია ა. შანიძის, ე. თოფურიას, შ. ძიძიგურის, ზ. ჭუმბურიძის, გ. შალამბერიძის, ნ. ბასილაიას. ა. გვენცაძის. ფ. აფრიდონიძის. ა. არაბულისა და სხვათა ნაშრომები. ქართული სალიტერატურო ენის სამეცნიერო და პუბლიცისტური სტილი შესწავლილია გ. კვარაცხელიას მონოგრაფიაში „ქართული ენის ფუნქციური სტილისტიკა“ (1999). ენის ნორმალიზაციის თეორიულსა და პრაქტიკულ საკითხებს ეძღვნება ლ. ლეჟავას მონოგრაფია „ახალი ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის ისტორია და პრინციპები“ (2004).

ნორმალიზაციის უმნიშვნელოვანეს უბანს წარმოადგენს ტერმინოლოგია (სამეცნიერო-ტექნიკური, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სხვ. ენათმეცნიერების ინ-ტი ხელმძღვანელობს ტერმინთა უნიფიკაციის, ტერმინოლოგიური ლექსიკოგრაფიისა და სტანდარტიზაციის საკითხებს. სათანადო დარგების სპეციალისტებთან თანამშრომლობით ინსტიტუტში დამუშავდა და გამოიცა მრავალი დარგობრივი ტერმინოლოგიური ლექსიკონი (ხელმძღვანელი. ვუკ. ბერიძე, შემდეგ – რ. დამიანიძე, თ. ჯიბუტი). მუშავდება თითქმის ყველა დარგის ტერმინოლოგია; განსაკუთრებით აღსანიშნავია კრებსითი ტერმინოლოგია ტექნიკასა და სოფლის მეურნეობაში. ქართ. სამეცნიერო ტერმინოლოგიის ძირითად პრობლემებს ეძღვნება სპეც. მონოგრაფია „ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია და მისი შედგენის ძირითადი პრინციპები“ (რ. ღამბაშიძე, 1986).

ქართული დიალექტოლოგია

ქართული დიალექტოლოგიის დარგში თსუ-ს დაარსებამდე გამოქვეყნდა მ. ჯანაშვილის შრომა საინგილოს შესახებ (1911–13), ნ. მარის მიერ ჩაწერილი იმერხეული ტექსტები და ლექსიკონი (1911) და ა. შანიძის შრომა „ქართული კილოები მთაში“ (1915) თსუ-ში დამუშავდა არნ. ჩიქობავას შრომები გარეკახური, მთიულური, ფერეიდნული დიალექტების შესახებ, ვ. თოფურიას წერილები ქართლური დიალექტის შესახებ. 20-იანი წლებიდან დაიწყო ქართული კილოების გეგმაზომიერი შესწავლა. აღწერილია თითქმის ყველა დიალექტი. გამოიცა დიალექტოლოგიური ტექსტები და გამოკვლევები (ა. შანიძე, შ. ძიძიგური, ი. გიგინეიშვილი, ს. ჟღენტი, ი. ქავთარაძე, ა. მარტიროსოვი, გ. იმნაიშვილი. ბ. ჯორბენაძე, რ. ღამბაშიძე, ე. ფანჩივიძე, ლ. კაიშაური, ი. მეგრელიძე, გ. დოლიძე, ა. ღლონტი, ო. ქაჯაია, შ. ნიჟარაძე, ჯ. ნოღაიდელი, ნ. ნოღაიდელი, ქ. ძოწენიძე, ა. ჭინჭარაული, თ. უთურგაიძე, ვ. სომხიშვილი, ო. კახაძე, მ. ალავიძე, კ. კუბლაშვილი, პ. გაჩეჩილაძე, კ. ბუბუშვილი, ი. ქეშიკაშვილი, ნ. როსტიაშვილი, თ. სალარიძე, გ. ცოცანიძე, პ. ჯაჯანიძე, დ. ჩხუბიანიშვილი, ო. მიქიაშვილი, შ. ფუტკარაძე და სხვ). თავისი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა შ. ძიძიგურმა წიგნში „ძიებანი ქართული დიალექტოლოგიიდან" (1954, II გამოც. 1970). ე. თოფურიას რედაქციით, ი. გიგინეიშვილისა და ი. ქაეთარაის მონაწილეობით გამოიცა „ქართული დიალექტოლოგია“ (1961), დაიბეჭდა ბ. ჯორბენაძის „ქართული დიალექტოლოგია I“ (1989), მისივე „ქართველურ ენათა დიალექტები“ (1995). ენათმეცნ. ინ- ტის „დიალექტოლოგიური კრებული” (1987, 1988, 1991), ნ. ბერძენიშვილის სახ. ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინ-ტის გამოცემა „აჭარული დიალექტის დარგობ- რივი ლექსიკა“ (1–8,1976–-92). გამოქვეყნდა რამდენიმე დიალექტოლოგიური ლექსიკონი: აჭარულისა (შ. ნიჟარაძე, 197)), გურულისა (გ. შარაშიძე, 1938), ზემოიმერულისა (ბ. წერეთელი, 19238, ქ. ძოწენიძე, 1974, პ. გაჩეჩილაძე, 1976), ლეჩხუმურისა (მ. ალავიძე, 1938); ქიზიყურისა (ს. მენთეშაშვილი, 1943), თუშურისა (ჰ. ხუბუტია, I969; გ. ცოცანიძე, 2002), ინგილოურისა (ნ. როსტიაშვილი, 1978), ხევსურულისა (ა. შანიძე, 1931; ა. ჭინჭარაული, 1960–2005), მთიულურისა (ლ. კაიშაური, 1967), ქართლურისა (თ. ბეროზაშვილი, მ. მესხიშეილი, ლ. ნოზაძე, 1981), მოხეურისა (ი. ქავთარაძე, 1985), ფშაურისა (გ. ხორნაული, 2002) და სხვ., ცალკე დარგები მიმოხილულია დიალეტური ლექსიკოგრაფიის თვალსაზრისით („ვაზის კულტურასთან დაკავშირებული ლექსიკა ქართულში“, ლ. ასათიანი, 1977; „პურეულის ლექსიკა ქართულში“, ო. კახაძე, 1987). ენათმეცნ. ინ-ტში მუშაობა მიმდინარეობს ქართულ დიალექტოლოგიურ ატლასზე.

ტოპონიმიკა

იმთავითვე დიდი ყურადღება ეთმობოდა ქართულ-ქართველური ტოპონიმიკის შესწავლას. ფუძემდებლური ნაშრომია ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (საქართველოს გეოგრაფია). ნაშრომი 4-ჯერ გამოიცა; I გამოცემა ეკუთვნოდა მ. ბროსეს (1882). მნიშვნელოვანი ტოპონიმიკური მასალა წარმოდგენილია იოანე ბატონიშვილის „კალმასობასა“ (დაწერილია 1813-28 წლებში; გამოიცა ტ. 1-2, 1936–48) და „ქართლ-კახეთის აღწერილობაში“ (შედგენილია 1794-99 წლებში, ცალკე წიგნად გამოიცა 1986). ქართ. ტოპონიმიკის შესწავლის ისტორიაში ახალ ეტაპს ქმნის ნ. მარის, პ. იოსელიანის, ა. ცაგარლის, ი. ყიფშიძის, ი. ჯავახიშვილის, ა. შანიძის, მ. ჯანაშვილის, კ. კეკელიძის, ლ. მელიქზედ-ბეგის და სხვ. ტოპონიმიკური ძიებანი. ამ დარგის კვლევას თანამედროვე ეტაპზე სისტემური ხასიათი მიეცა მას შემდეგ, რაც თსუ ახალი ქართული ენის კათედრასთან შეიქმნა ტოპონიმიკის ლაბორატორია (1969). ინტენსიური ტოპონიმიკური კვლევა-ძიება მიმდინარეობს აგრეთვე მთელ რიგ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში (არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების, ი. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, აკად. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა, ვახუშტი ბატონიშვილის სახ. გეოგრაფიის). ტოპონიმიკისა და ანთროპონიმიკის საკითხებზე გამოქვეყნებულია მონოგრაფიები, კრებულები, სტატიები (არნ. ჩიქობავა, ს. ჯანაშია, ქ. თოფურია, ნ. ბერძენიშვილი, ქ. ლომთათიძე, გ. როგავა, მ. ქალდანი, ა. ღლონტი, ხ. ჭუმბურიძე, ბ. ჯორბენაძე, ა. ჭინჭარაული, ი. სიხარულიძე, ი. მაისურაძე, თ. ზურაბაშვილი, შ. აფრიდონიძე, ფ. მაკალათია, გ. ბედოშვილი, თ. უთურგაიძე, გ. თოფურია, მ. ალავიძე, პ. ცხადაია და სხვ. დაარსდა გამოცემათა სერია „ტოპონიმია“ (გამოვიდა 2 ტ. – 1976, 1980 და მე-3 ონომასტიკა I“, 1987 შ. ძიძიგურის საერთო რედაქციით).

ქართველური ენების (კერძოდ, სვანურისა და ზანურის) შესწავლა, რაც ჯერ კიდევ პეტერბურგში დაიწყეს ა. ცაგარელმა, ნ. მარმა, ი. ყიფშიძემ, გრძელდება თსუ-სა და ენათმეცნიერების ინ-ტში. სვანური ენის ფონეტიკური და მორფოლოგიური საკვანძო საკითხები გაშუქებულია ა. შანიძის გამოკვლევაში „უმლაუტი სვანურში“ (I925) და ე. თოფურიას წერილებში. საგანგებოდ აღსანიშნავია ვ. თოფურიას „სვანური ენა, I. ზმნა“ (1931), II გამოც. 1967). სვანური ენის სტრუქტურის საკითხებს არკვევს ს. ჟღენტის „სვანური ენის ფონეტიკა“ (1949), თ. გამყრელიძის „დეზაფრიკატიზაცია სვანურში“. „გადაწერის წესები“ „დიაქრონიულ ფონოლოგიაში“ (1968), მ. ქალდანის „სვანური ენის ფონეტიკა I“ (1969), კ. გაგუას „დრონაკლი ზმნები სვანურში“ (1976), ი. ჩანტლაძის „ქართველოლოგიური ძიებანი“ (I, 1998), ა. ონიანის „სვანური ენა“, თბ, 1998, ს. ჯანაშიას, კ. დონდუას, თ. შარაძენიძის, გ. მაჭავარიანის, თ. გამყრელიძის, ზ. ჭუმბურიძის, ა. ონიანის, ე. ოსიძის, ნ. აბესაძის, ი. ჩანტლაძის და სხვ. ნაშრომები. სვანური ენის შესწავლის თვალსაზრისით დიდად მნიშვნელოვანია სვანურის ოთხივე დიალექტის გამოცემული ტექსტები (ტ. 1 – 1939, ტ. 2 – 1957, ტ. 3 – 1967 წ., ტ. 4 – 1979); ნ. ჩართოლანის „სვანური ტექსტები და ლექსიკა“ (2003). არნ. ჩიქობავას ნაშრომში „ჭანურის გრამატიკული ანალიზი“ (1936) ჭანურის ფონეტიკურ, მორფოლოგიური და სინტაქსური მოვლენები განხილულია მეგრულთან და ქართულთან ისტორიულ-შედარებითი თვალსაზრისით. ზანურის (მეგრულ-ჭანურის) ბგერით სისტემას შეეხება ს. ჟღენტის „ჭანურ-მეგრულის ფონეტიკა“, (1953), ნ. იმნაძის „ზანური ენის მეგრული დიალექტის ბგერითი შედგენილობა“ (1981), ნ. კიზირიას „ჭანურის ბგერითი შედგენილობა“ (1981), ნ. ქუთელიას „ლაზურის ფონემატური სტრუქტურა“ (2005), გ. კარტოზიას „ლაზური ენა და მისი ადგილი ქართველურ ენათა სისტემაში“, (2005); ზანურის სტრუქტურის საკითხებია გამოკვლეული ვ. თოფურიას, გ. როგავას, ტ. გუდავას, გ. კარტოზიას, ი. ასათიანის, ნ. ქუთელიას და სხვ. შრომებში; ა. ლომთაძის მონოგრაფიაში „ბრუნების თავისებურებათა ისტორიისათვის მეგრულში" (1987), კ. დანელიას ნაშრომში „კოლხური (მეგრულ-ლაზური) ენა“ (2006). ჭანური ტექსტები გამოსცეს არნ. ჩიქობავამ, ს. ჟღენტმა, გ. კარტოზიამ, ი. ასათიანმა, მეგრული ტექსტები – მ. ხუბუამ, ტ. გუდავამ, კ. დანელიამ. გამოქვეყნდა ი. ყიფშიძის მიერ თურქეთის ტერიტორიაზე 1916 ჩაწერილი ჭანური ტექსტები (1939, არნ. ჩიქობავას წინასიტყვაობითა და შესავალი წერილით) და მისივე „რჩეული თხზულებანი“, რომელშიც შესულია „მეგრული (ივერიული) ენის გრამატიკა ქრესტომათიითა და ლექსიკონით“, „დამატებითი ცნობები ჭანური ენის შესახებ“ და სხვ. (1994, კ. დანელიას წინასიტყვაობითა და შენიშვნებით). გამოცემულია ვ. თოფურიასა და მ. ქალდანის „სვანური ლექსიკონი“ (2000), ო. ქაჯაიას „მეგრული ქართული ლექსიკონი" (ტ. I–3, 2001-2002).

ქართველურ ენათა ისტორიულ-შედარებით შესწავლას მიეძღვნა არნ. ჩიქობავას „ჭანურ-მეგრულ-ქართული შედარებითი ლექსიკონი“ (1938), „სახელის ფუძის უძველესი აგებულება ქართველურ ენებში“ (1942), ვ. თოფურიას წერილების სერიები „ფონეტიკური დაკვირვებანი ქართველურ ენებში“ (1926–41) და „ქართველურ ენათა სიტყვაწარმოებიდან“ (1927-1238, ეს წერილები ზოგ სხვა გამოკვლევებთან ერთად თავმოყრილია ავტორისავე „შრომებში“, III, 1979); „ქართველურ ენათა ისტორიული ფონეტიკის საკითხები“ (გ. როგავა, I–1962, II-1984), „სიბლანტითა შესატყვისობანი და ქართველურ ენათა უძველესი სტრუქტურის ზოგი საკითხი“ (თ. გამყრელიძე, 1959), „საერთო-ქართველური კონსონანტური სისტემა“ (გ. მაჭავარიანი, 1965), „სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში“ (თ. გამყრელიძე, გ. მაჭავარიანი, 1965), „ქართველურ ენათა შედარებითი ფონეტიკა, I მარცვლის აგებულების პრობლემა“ (ს. ჟღენტი, 1960), „ნაცვალსახელი ქართველურ ენებში“ (ა. მარტიროსოვი, 1964), „ქართველურ ენათა ისტორიული მორფოლოგიის საკითხები“ (ა. ონიანი, 1978), „ქართველურ ენათა შედარებითი გრამატიკის საკითხები“ (მისივე, 1989), „მარტივი წინადადებების შედგენილობა ქართველურ ენებში“ (ა. კიზირია, 1982), „კომპლექსთაგან მომდინარე ბილაბიალური ხშულები ქართველურ ენებში“ (ქ. ლომთათიძე, 1984), „ჩვენებით ნაცვალსახელთა სისტემები ქართულში სხვა ქართველურ ენებთან შედარებით“ (ნ. ჩართოლანი, 1985), „მყოფადი ქართველურ ენებში“ (ს. ჭუმბურიძე, 1986), „ზმნისართის წარმოება და ფუნქციები ქართველურ ენებში“ (კ. გაბუნია, 1993), „ზმნური და სახელური ფუძექმნადობის პრობლემა ქართველურ ენებში“ (ა. არაბული, 200)), „ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი“ (ჰ. ფენრიხი, ზ. სარჯველაძე, 1990, II გამოც. 2000), „ქართველური ენა-კილოთა შედარებითი ლექსიკონი“ (მ. ჩუხუა, 2003). გარდა ამისა, გამოქვეყნდა არნ. ჩიქობავას, ე. თოფურიას, გ. როგავას, ქ. ლომთათიძის, გ. მაჭავარიანის, თ. შარაძენიძის, ი. მელიქიშვილის, ნ. აბესაძის, ე. ოსიძისა და სხვათა საყურადღებო წერილები.

ქართველურ ენათა კონტაქტები სხვა ენებთან

ქართველურ ენებს ისტორიულ ხანაშიც ძლიერი შეხება ჰქონდა სხვა ენებთან. ეს აისახა ამ ენათა ლექსიკაში. ქართველოლოგიის მნიშვნელოვანი სფეროა სხვა ენებთან ლექსიკური ურთიერთობის კვლევა. ქართულ-ბერნული ლექსიკური შეხვედრები გამოვლენილია ს. ყაუხჩიშვილის, ა. ურუშაძის, გ. როგაეას, თ. გამყრელიძის, რ. გორდეზიანის შრომებში, ქართულ-სომხური – ნ. მარის, ი. აბულაძის, ზ. ალექსიძის, ი. შილაკაძის, ე. დოჩანაშვილის, ა. მარტიროსოვის, ლ. სანიკიძის, ც. ქურციკიძის, მ. რაფავას და სხვათა შრომებში; ქართულ-ირანული კონტაქტები გამოკვლეულია გ. ახვლედიანის, იუსტ. აბულაძის, მ. ანდრონიკაშვილის (გამოიცა მისი მონოგრაფია: „ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან“ – ტ. 1, 1966, ტ. II 1997), დ. კობიძის, ო. თედეევას, ა. გვახარიას, მ. თოდუას, ჯ. გიუნაშვილისა და სხვათა ნაშრომებში, ქართულ-სემიტური მითური ლექსიკური ურთიერთობა – ნ. მარის, გ. წერეთლის, მ. შანიძის, კ. წერეთლის და სხვათა ნაშრომებში, ქართულ-თურქული – ს. ჯიქიას, ე. გუდიაშვილის, ე. ჯანგიძის, ნ. ბაღათურიას, შ. გაბესკირიას ნაშრომებში.

ქართველურ ენათა სტრუქტურა და მდიდარი ისტორია, ენათა მჭიდრო კონტაქტები. ენის სისტემის აღწერისა და მრავალი სხვა საკითხი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ზოგადი ენათმეცნიერების თვალსაზრისით. გაღრმავებული მუშაობა ენის თეორიის საკითხებზე კი ხელს უწყობს კონკრეტულ ენათა ნაყოფიერ კვლევას. ამან განაპირობა ზოგადენათმეცნიერული კვლევის მაღალი დონე საქართველოში.

ზოგადი საენათმეცნიერო საკითხები

სათანადო თეორიული პრინციპები ზოგადად ჩამოყალიბებული იყო ჯერ კიდევ 1924 „ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების წელიწდეულში“ (არნ. ჩიქობავა). ენის სისტემის აღწერის ძირითადი პრინციპული საკითხები გაანალიზებულია მონოგრაფიაში „მარტივი წინადადების პრობლემა ქართულში“ (არნ. ჩიქობავა, 1928; II გამოც. 1968), ხოლო ენის ისტორიის (და აღწერითი ენათმეცნიერების) მთავარი საკითხები განხილულია არნ. ჩიქობავასივე მონოგრაფიებში: „ზოგადი ენათმეცნიერება, II, ძირითადი პრობლემები“ (1945,II გამოც. 1983), „ენის როგორც ენათმეცნიერების საგნის პრობლემა“ (1959, რუს. ენაზე), „ახალი მოძღვრების“ დებულებათა კრიტიკული ანალიზი ჯერ მოცემული იყო არნ. ჩიქობავას გამოკვლევაში „პრობლემა ენისა, როგორც ენათმეცნიერების საგნისა, საბჭოთა ენათმეცნიერების ძირითადი ამოცანების ასპექტში“ (ენიმკი, X, 1942, რუსულ ენაზე; ხოლო შემდეგ წერილში, რომლითაც დაიწყო საენათმეცნიერო დისკუსია გაზ. „პრავდის“ ფურცლებზე (1950, 9 მაისი).

უცხოელ ქართველოლოგთა კვლევები

ქართველოლოგიის კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ქართველ მეცნიერთა გარდა, ნაშრომები აქვთ უცხოელ ენათმეცნიერებს – საფრანგეთში (ჟ. დიუმესილი, რ. ლაფონი, ბ. უტიე) გერმანიაში (გ. დეეტერსი, კ. პ. შმიდტი, ჰ. ფენრიხი), ინგლისში (დ. ლენგი, ჯ. ჰიუიტი), ჩეხეთში (ი. იედლიჩკა), შვედეთში (კ. ვალმინგი), შვეიცარიაში (ი. მარშევი), რუსეთში (გ. კლიმოვი), აშშ-ში (ჰ. არონსონი, ა. ჰარისი, დ. ჰოლისკი) და სხვ.

მათემატიკური კვლევის მეთოდები

50-იანი წლების II ნახევარში დაიწყო ქართული ენის კვლევაში მათემატიკური მეთოდების გამოყენება. ენათმეცნიერების ინსტიტუტში ამ სპეციალობით დაცულია რამდენიმე დისერტაცია (ლ. აბულაძე, ლ. ენუქიძე, ლ. თამარაშვილი, გ. კვარაცხელია, კ. ლერნერი, ლ. მარგველანი, ე. მდივანი); მანქანური თარგმნის საკითხებზე მუშაობდა მართვის სისტემების ინსტიტუტის თანამშრომელთა ჯგუფი (გ. ჩიკოიძე, ლ. თამარაშვილი, ლ. მარგველანი და სხვ., იმავე ინ-ტში მუშავდებოდა ქართ. მეტყველების კომპილაციური სინთეზის პრობლემა (გ. რამიშვილი, ს. ჯაფარიძე…); ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლით ცენტრში 60-იანი წლებიდან მუშაობენ ქართ. წინადადების სინთეზისა და მანქანური თარგმნის საკითხებზე (ე. დეკანოსიძე, მ. ჩხაიძე, გ. მახარობლიძე, დ. გრიქუროვა და სხვ.); კომპიუტერული ლინგვისტიკის განვითარებაში მონაწილეობენ მეცნიერთა ჯგუფები როგორც თსუ-ში, ისე ენათმეცნ. ინ-ტში, სადაც მუშაობენ ქართული ენის კომპიუტერული მოდელის აგებაზე, მანქანურ დამუშავებაზე, კომპიუტერული ტექნოლოგიების, მონაცემთა ბაზებისა და ქართ. ენის მანქანური ფონდის შექმნაზე (თ. უთურგაიძე, ლ. ჩხაიძე, ნ. ლოლაძე, ქ. დათუკიშვილი, ა. არაბული, ლ. ვაშაკიძე და სხვა.

კვლევა საქართველოში, გარდა თსუ-სა და ენათმეცნ. ინ-ტსა, მიმდინარეობს თბილ. ი. ჭავჭავაძის სახელმწ. უნ-ტში, ქუთაისისა და ბათუმის უნ-ტებში, ცხინვალის, თელავის პედ. ინ-ტებში, ბათუმის ნ. ბერძენიშვილის სახ. სამეცნიერო-კვლებით ინ-ტში, სოხუმის უნ-ტში.

ქართველოლოგიური პუბლიკაციები ქართულ და უცხოურ გამოცემებში

ქართველოლოგიური თემატიკის წერილები სისტემატურად იბეჭდებოდა, გარდა დასახელებულისა, სპეც. გამოცემებში: „ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე“ I–X (1920–30), „თბილისის უნივერსიტეტის შრომები (ენათმეცნიერება, 1936-იდან), „ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის მოამბე“, I–XIV (1937–44), „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე“ (1941-იდან), „მაცნე (ენისა და ლიტერატურის სერია“, 1971-იდან), ცალკე პედ. ინს-ტების შრომებში (ამჟამად შეერთებული კრებულის სახით). ენათმეცნ. ინ-ტმა გამოსცა თემატური კრებულები: „ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები“ (6 ტ., 1959–86), „მეტყველების ანალიზისა და სინთეზის საკითხები“ (6 ტ., 1969–82), „ეტიმოლოგიური ძიებანი“ (6 ტ., 1987-97).

ქართველოლოგიური კელევები ინტენსიურად მიმდინარეობს უცხოურ ლინგვისტიკურ ცენტრებშიც (ი. ასფალგი, რ. ბლაიხ შტაინერი, რ. პლეიკი, ვ. ბოედერი, ი. ბრაუნი, მ. ბროსე, გ. კლიმოქტი, რ. ლაფონი, ი. მარშევი, რ. ნოიკომი, ე. პოლივაროვი, კ. ტუიტი, ბ. უტიე, ჰ. ფუნრიხი, ჰ. ფოგტი, კ. ჰ. შმიდტი, ჰ. შუხარდტი, ა. პარისი, დ. ე. ჰოლისკი და სხვ).

გ. ბურჭულაძე
გ. კვარაცხელია
ე. შენგელია

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები