ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი (ენიმკი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი (ენიმკი) – აკად. ნ. მარის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. დაარსდა 1936 როგორც სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის კომპლექსური ინსტიტუტი. ამავე ფილიალის ე.წ. „კავკასიისმცოდნეობის ინსტიტუტის“ ბაზაზე. თავდაპირველად ინსტიტუტის შემადგენლობაში შედიოდა ქართველურ, კავკასიურ, მახლობელი აღმოსავლეთის ენათა, ლექსიკოლოგიის, ტერმინოლოგიის, ისტორიის, არქეოლოგიის, ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის განყოფილებები, ფონეტიკის კაბინეტი ნ. მარის კაბინეტი.

1941 წლის 1 მარტიდან, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის დაარსებასთან დაკავშირებით, ენიმკი გაიყო – აკადემიკოს ნ. მარის სახელობის ენის ინსტიტუტად და ისტორიის ინსტიტუტად, მაგრამ მათ ერთხანს შერჩათ ერთიანი ხელმძღვანელობა: სამეცნიერო საბჭო – 1944-მდე, დირექცია - 1943 წლის 1 მარტამდე. ინსტიტუტს ჰქონდა თავისი ორგანო – „ენიმკის მოამბე“, 1937-44. გამოვიდა სულ 14 ტომი. დღიდან დაარსებისა ბოლომდე მას ხელმძღვანელობდა აკად. ს. ჯანაშია.

გ. თოფურია


ლიტერატურა

  • ჯანაშია ს., მოკლე ანგარიში ენიმკის და მისი სამეცნიერო საბჭოს მუშაობისა 1936-1944 წ.წ „ენიმკის შრომები“, 1944 ტ. 14

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები