ევროპული ჭაფალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ევროპული ჭაფალი

ევროპული ჭაფალი – (Coregonus albula Linne), თევზი, ორაგულისერთა ოჯახის, გავრცელებულია ბალტიის, ბარენცისა და თეთრი ზღვების აუზში და აგრეთვე მდინარე ვოლგის ზემოთებში. ლადოგისა და ონეგის ტბებში. ბინადრობს ისეთ წყალსატევებში რომელთა წყლის ტემპერატურა არ აღემატება 16–17°С-ს. ევროპული ჭაფალას წონა 25–30 გრ აღწევს, მსხვილი ფორმებისა — 160–180 გრ. საქართველოში ევროპული ჭაფალი აკლიმატიზებულია 1930-იან წლებში მაშინდელი ლენინგრადის ოლქის ვოლხოვის თევზსაშენი ქვირითის გადმოტანით ტაბაწყურის, შემდგომ ფარავნის ტბებში. ის მნიშვნელოვანი სარეწაო ღირებულის გახდა, თუმცა ნაკლები პროდუქტიულობით ხასიათდებოდა.



წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები