მარშევი იოლანდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იოლანდა მარშევი – (დ. 1 მაისი 1920, ციურიხი – გ. 3 მაისი, 2015) ), შვეიცარიელი ქართველოლოგი.

1939 დაამთავრა გიმნაზია, იმავე წელს სწავლა განაგრძო ციურიხის უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა რომანისტიკისა და კლასიკური ფილოლოგიის განხრით. პროფესორ კ. ჩხენკელის ხელმძღვანელობით შეისწავლა ქართული ენა და ლიტერატურა. თანამშრომლობდა კ. ჩხენკელთან გერმანულ ენაზე გამოცემული „ქართული ენის შესავლისა“ და „ქართულ-გერმანული ლექსიკონის“ შედგენაში. კ. ჩხენკელის გარდაცვალების შემდეგ მარშევს მიანდვეს ამ ლექსიკონის დამთავრება. 1974 მან ლ. ფლურისთან და რ. ნოიკომთან ერთად დაასრულა ლექსიკონის გამოცემა (გამოიცა 3 ტომად). ციურიხის კანტონის ხელმძღვანელობამ საგანგებოდ აღნიშნა „ქართულ-გერმანულ ლექსიკონზე“ მომუშავე კოლექტივის ღვაწლი და ლექსიკონის გამოსაცემად გაწეული მრავალწლიანი მუშაობისათვის ი. მარშევი, ლ. ფლური და რ. ნოიკომი დააჯილდოვა.

1964-88 მარშევი ასწავლიდა ქართულ ენას ციურიხის უნივერსიტეტში, კითხულობდა ლექციებს ქართული ენის სტრუქტურისა და ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხებზე. 1986 ციურიხში გამოსცა მონოგრაფია „ქართული ენის მორფემები“. რ. ნოიკომთან ერთად თარგმნა ა. წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“ (ციურიხი, 1990). 1996 დაასრულა ფუნდამენტური ნაშ. რომი „გერმანულ-ქართული ლექსიკონი“.

ვ. იმნაიშვილი


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები