უტიე ბერნარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბერნარ უტიე – (დაბ. 1941წ.), ფრანგი ქართველოლოგი და ორიენტალისტი, კავკასიოლოგი, აღმოსავლეთ ქრისტიანული ლიტერატურის მკვლევარი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო უცხოელი წევრი, ჟურნალ „ბედი ქართლისას“ სამეცნიერო საბჭოს წევრი და მდივანი.

შესწავლილი და გამოცემული აქვს ქრისტიანული მწერლობის არერთი ძველი ქართული თარგმანის ტექსტი. იკვლევს შუა საუკუნეების ქართულ-ბერძნულ, ქართულ-არაბულ, ქართულ-სომხურ, ქართულ-სირიულ ლიტერატურულ ურთიერთობებს. მის მიერვეა მიკვლეული და დადგენილი საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხანმეტი ლექციონარისა და X ს-ის ფრაგმენტის, სომხეთში, ირანსა და ლიბანში არსებული ქართული ფრაგმენტების რაობა; წლების განმავლობაში იკვლევს ივირონის, სინის მთისა და იერუსალიმის ქართულ ხელნაწერ კოლექციებს. მინიჭებული აქვს საპატიო დოქტორის ტიტული, საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრის (CNRS) კვლევათა ხელმძღვანელი, მონოთეიზმის კვლევის ლაბორატორიის წევრი. 1994-2006 წწ. ჟენევის უნივერსიტეტში უძღვებოდა სომხურიენისა და ლიტერატურის კურსს, ხოლო 2004 წლიდან პარიზის კათოლიკურ უნივერსიტეტში – ქართული ენის კურსს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორია „ორიონსა“ და მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით იკვლევდა ოთხთავის ძველი ქართული თარგმანების ტექსტებს, მესროპ მაშტოცის სახელობის ძველ ხელნაწერთა ინსტიტუტთან (მატენადარანთან) თანამშრომლობით კი – სომხურ ხელნაწერებში ყდის საცავ ფურცლებად გამოყენებულ ქართულ ფრაგმენტებს. ქართული წერილობითი კულტურის შესწავლაში შეტანილი წვლილისათვის არჩეულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრად. არის 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები