ფირალიშვილი გოდერძი
ფირალიშვილი გოდერძი – (1768 – 1823), მწიგნობარი, პოეტი, მთარგმნელი.
დაიბადა ქალაქ გორში. მოღვაწეობდა ერეკლე II-ის კარზე. 1801-იდან მსახურობდა ჰეტერბურგის საგარეო საქმეთა კოლეგიაში როგორც მთარგმნელი და კალიგრაფი. ფირალიშვილი არის ავტორი რუსული ენის თვითმასწავლებლისა ქართველთათვის. ხოლო საქართველოში მცხოვრები რუსებისათვის – ქართული ენის თვითმასწაელებლისა. წიგნის სრული სახელწოდებაა: „თვითმასწავლებელი, რომელი იპყრობს თავის შორის ღრამატიკასა, ზნეობის სწავლასა, საუბარსა და ლექსიკონსა რუსულსა და ქართულსა ენასა ზედა“. პეტერბურგი, 1820 (როგორც ცენზსორის მინაწერი მოწმობს, იგი 1817-მდეა დაწერილი, რადგან ცენზურა 1817 წლის 19 აპრილს გაუვლია). წიგნის მიზებიდან გამომდინარე, ნაშრომის ტექსტი პარალელურია – ქართული და რუსული. ექვსი ნაწილიდან პირველ სამში განიხილება ფონეტიკისა და გრამატიკის საკითხები. გრამატიკული ცნებები და კატეგორიები რუსულისაა და ავტორი ცდილობს ამ ცნებებს შეუფარდოს ქართული მასალა, რასაც ძნელად ახერხებს. წიგნის მე-4 ნაწილია ზნეთსწავლება, რომელიც შეიცავს ქრისტიანული მორალის ქადაგებას, ნაწყეეტებს ახალი აღთქმის წიგნებიდან. მე-5 ნაწილში წარმოდგენილია ყოველდღიური სასაუბრო მასალა, მე-6-ში – რუსულ-ქართული ლექსიკონი. ბოლოს ერთვის ადამიანის საკუთარი სახელები მათი ეტიმოლოგიური მნიშვნელობებისა ღა სადაურობის ჩვენებით.
ფირალიშვილი ის კალამს ეკუთვნის აგრეთვე ჩაშრომი „სასოგადო მდივნობა“ (პეტერბურგი, 1821), რომელშიც თავმოყრილია ოფიციალური კერძო მიმოწერის ნიმუშები: „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტზე შექმნილი ტრაგედია (არ გამოქვეყნებულა).
გოდერძი ფირალიშვილის ლექსებში „გლოვა მეფისა ირაკლისა“ და „ტორუასა და ნილიას გაბაასება“ ალეგორიულად არის გამოხატული ავტორის თავგადასავალი, აგრეთვე, ერეკლე მეფისა და სოლომონ ლიონიძის კონფლიქტი.