ლეჩხუმური დიალექტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლეჩხუმური დიალექტიქართული ენის დიალექტი, საქართველოს ეთნოგრაფიული კუთხის – ლეჩხუმის – მცხოვრებთა მეტყველება.

ლეჩხუმს აღმოსავლეთით ესაზღვრება რაჭა, დასავლეთით – სამეგრელო, ჩრდილოეთით – ქვემო სვანეთი, სამხრეთით – იმერეთი.

„ლეჩხუმური კილოკავურად ერთიანია და თუ რაიმე დიფერენციაცია შეიმჩნევა, ეს აიხსნება მომიჯნავე კილოთა თუ ენათა გავლენით“. მომიჯნავე კილოები რაჭული და იმერულია, მომიჯნავე ენები – სვანური და ზანური.

ლეჩხუმურში დასტურდება ჲ, Uuuu.JPG, ჷ. ჲ გვხვდება:
ა) ა → ე დაბოლოების მქონე სახელებთან ნათესაობით და მოქმედებით ბრუნვაში: ბიცოლეჲს, ბიცოლეჲთ;
ბ) კონტამინირებულ ფორმებთან სახელობით ბრუნვაში: დედა|| დედე → დე– დაჲე.
Uuuu.JPGდასტურდება:
ა) თანხმოვნის მომდევნოდ ხმოვნის წინ: ყUuuu.JPGა; ბ) ხმოვნის მომდევნოდ თანხმოვნის წინ: ბეUuuu.JPGრი.
ჷ დამოწმებულია მავრცობი -ე ხმოვნის პოზიციაში:
კაცსე II კაცსჷ. სპორადულად ისმის გრძელი ხმოვანი, მიღებული ორი ხმოვნის შერწყმით: მერე → მეე → მე

ლეჩხუმურში ფართოდაა წარმოდგენილი ფონეტიკური მოვლენები:
აე → ეე: ბიძაები → ბიძეები;
ოე → ეე: ჩამოეკიდა – ჩამეეკიდა;
აი → ოი → ეი: ბიცოლაი, –. ბიცოლეი – ბიცოლე;
აუ → ოუ: შინაური → შინოური;
ეუ → ოუ: აპეური → აპოური;
ოუ, იუ → უუ: მიუდგება → მუუდგება;
აო, ეო → ო: მეორე → მოორე;
ეა → ია: შეაქო → შიაქო;
ოა → უა: მოაქეს → მუაქ:
ოე → უე: მოესწრა → მუესწრა;
ვე → ო: ფართოდაა გავრცელებული ყველა პოზიციაში: სჩვევია → სჩოვია;
ვი → უ: წვიმს → წუმს, ღვინო → ღუნო.
თაეკიდური ო ხმოვნის წინ ვითარდება ვ || Uuuu.JPG: ორი – ვორი.

გვხედება თანხმოვანთა როგორც რეგრესული (სავსე → საფ-სე), ასევე პროგრესული (წახდება → წახთება) ასიმილაციის შემთხვევები, თახმოვანთა დისიმილაცია: არაფერი → არაფელი; სულელი → სუჩელი. ხშირია ბგერათა დაკარგვა და ჩართვა (ხშირად – ერთი და იმავე ბგერისა ერთსა და იმავე პოზიციაში). სისტემურად იკარგვის ს: ეს კაცი → ე კაცი, ქოთანს → ქოთან, ტყის კაცი → ტყი კაცი. არის → არი.

ლეჩხუმურითვის სუბსტიტუცია ერთ-ერთ ნიშანდობლივ ფონეტიკურ მოვლენად ითვლება: მალაე → მალამ, ყავს → ყამს. თევზი → თებზი, მღილი → ბღილი, ბურღი → ბულღი, საქონელი → სახონელი.

ხშირად იცვლება სწ კომპლექსი: ნასწავლი → ნასტავლი, სწორი → ხწორი.

ბგერათშენაცვლების ერთ-ერთი გავრცელებული სახეობაა აფრიკატიზაცია: მოხარშავს → მოხარჩამს.

სახელობით ბრუნვაში ა ხმოვანზე ფუძედაბოლოებული სახელები ი ნიშანს არ დაირთავენ, მაგრამ მისი კვალი მაინც ჩანს: ტომარე (← ტომარეი ← ტომარაი).
ხმოვანზე ფუძედაბოლოებულ ერთ ან ორმარცვლიან სახელებს -ი ბრუნვის ნიშანი შესაძლოა დაერთოს: კტეი, უროი.
თანხმოვანზე ფუძედაბოლოებულ ორმარცვლიან საკუთარ სახელებში -ი სახელობითი ბრუნვის ნიშანი ფუძისეულად გაიაზრება: ვახტანგიმ. მაგრამ გვაქვს საპირისპიროც: აკაკი – აკაკმა.

უთანდებულო მიცემითი გამოიყენება ლოკატივის დანიშნულებით: ჩამევიდა ლაილაშ. ასეეე ლოკატივს გამოხატავს ნანათესაობითარი მიცემითი: მეზობლისასას. ნათესაობით და მოქმედებით ბრუნვებში ხმოვანზე ფუძედაბოლოებული სახელები, ჩვეულებრივ, არ იკვეცება და არც ბრუნეის ნიშანი რედუცირდება: ქვაის || ქვაჲთს, ქვაით || ქვაით. ვითარებითბრუნვის ნიშჩად გვაქვს -ად → ათ (|| -დ → -თ), -ა (სწორა). წოდებითი ბრუნვის ფორმანტად -ო გვაქვს (დღავით-ო, მარიამ-ო).

თანდებულთაგან ნიშანდობლივია -კე ← -კენ: ლეჩხუმისკე: -თვინ ← -თვის ქალისთვინ; -გან თანდებულიანი მოქმედებითი გვხვდება სამი ნაირსახეობით: ოჯახითგან || ოჯახიდგან || ოჯახიდან.

ლეჩხუმურში სახელის მრავლობითი, რიცხვის მაწარმოებელია -ებ, შეინიშნება და-ნ-ი, ძმა-ნ-ი ტიპის მრავლობითიც.

II სუბიექტური და III ობიექტური პირები (ლეჩხუმურში მეტ-ნაკლებად დაცულია ჰ- || ს- ნიშნით: სჭამ, სთხოვ, ზმნის ფუძისეული თანხმოვანი ფონეტიკურად ცვლის ნიშანს: ჰყავს – ხავს, ზოგჯერ ჰ- ფონეტიკურად ცვლის ფუძისეულ თანხმოვანს: მოჰპარა – მოფარა, ჰკითხა – ქითხა.

მრავლობით რიცხვში III სუბიექტური პირის ნიშანი არის -ენ: წერენ, წერდ-ენ, გათბ-ენ. გარდამავალ ზმნათა აორისტში – -ეს: დაწერ-ეს; კავშირებითში – ნ: წერდე-ნ.

მრავლობითის აღსანიშნავად ლეჩხუმურში გამოიყენება -ყე და არიენ || ლარიენ. -ყე გამოხატაეს: ა) ირ. ობიექტის მრავლობითობას: ის მათ უფუჭებდა-ყე: ბ) პირდ. ობიექტის მრავლობითობას: მე დავტოვე-ყე; გ) რეალური სუბიექტის მრავლობითობას: ის მათ ხავს-ყე (ჰყავთ); დ) ზოგჯერ რეალური ობიექტის მრავლობითობას: ვენახები გვაყვე ← გვაქვს-ყე ← არი- ენ → ლარიენ: ისინი დგანლარიენ || დგილარიენ; მას ყავლარიენ; დაწოლილარიენ; ნაცემლარიენ.

-ავ თემის ნიშანი დაერთვის წარმოშობით უთემისნიშნო ზმნებს: წერ-ავ-ს.

I სერიაში ფართოდ გამოიყენება მიმღეობის ფუძისაგან -ობ თემის ნიშნით ნაწარმოები ფორმები: სროულობს – სროულოფს.

ლეჩხუმურისთვის დამახასიათებელია IV სერიის ფორმათა პოვნიერება: ნაპარავა, ნაპარავიყო.

შეუზღუდავად იწარმოება ნასახელარი ზმნები: სახურავი – მოასახურავეფს. ქვე || ქე გვხვდება დადასტურებითი მნიშვნელობით. სპეციფიკური მოვლენაა -სე ნაწილაკ-მორფემოიდის პოვნიერება. იგი დაერთვის ხმოვანზე დაბოლოებულ სახელებსა და ზმნებს; დაეჭირა კაცი-სე, იკითხა-სე.

სახელდების პრინციპის თვალსაზრისით საინტერესოა მცენარეთა სახელწოდებანი, ნაწარმოები მო–ო აფიქსით: მოჭარხლუა || მოჭარხლუე.

ლეჩხუმური ყურადღებას იქცევს მდიდარი დარგობრივი ლექსიკით. მრავლადაა ზანიზმები: რაგადობს – ლაყბობს, ძღაბი – გოგო; სეანიზმები – მექვი (სვ. მექ.) – თივის ბულული, მოღავი (სვ. მოღა ) – ჭირნახული.

რ. ლანდია

ლიტერატურა

ჯორბენაძე ბ., ქართული დიალექტოლოგია, I, თბ., 1989.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები