ფენრიხი ჰაინც

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰაინც ფენრიხი – (დ. 10. იანვარი 1941, სოფ. ჰამერი, ბრიუქსის რ- ნი), გერმანელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი, კავკასიოლოგი, იენის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის სექტორის ხელმძღვანელი, პროფესორი.

1971 თსუ-ში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. არჩეულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრად. ფენრიხმა დააარსა ჟურნალი „გეორგიკა“ და არის მისი რედაქტორი.

ფენრიხი იკვლევს ქართველური და კავკასიური ენების სტრუქტურისა და ისტორიის. ამ ენათა სხვა ენებთან მიმართების საკითხებს. მას ეკუთვნის ნაშრომები ქართული ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის, მითოლოგიის შესახებ. თარგმნა ქართული მწერლობის მრავალი ნიმუში. ჰაინც ფენრიხის თხზულებები:

  • „ენათა გენეტური ნათესაობის კრიტერიუმები და ადრინდელი საერთო-ქართველური ფუძეენის ძირეულ მორფემათა სტრუქტურის ზოგიერთი საკითხი, თბ., 1995;
  • „ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი“ (ზ. სარჯველაძესთან ერთად), თბ,, 1990, მე-2 გამოც, 2000;
  • Kartwelisches Etymologisches Wörterbuch von Heinz Fähnrich (Brill) Leiden, Boston 2007;
  • Geschichte Georgiens von Heinz Fähnrich (Brill) Leiden, Boston 2010

ფენრიხი არის ა. შანიძისა და მ. ბროსეს პრემიების ლაურეატი.

ზ. სარჯველაძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები