თუშური დიალექტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თუშურიქართული ენის დიალექტი, რომელზედაც მეტყველებს საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული კუთხის – თუშეთის მოსახლეობა.

თუშეთი საქართველოს უკიდურესი ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილია, მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთით, მდინარეების – თუშეთის ალაზნისა და პირიქითის ალაზნის ხეობებში. თუშეთს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მთიანი ჩაჩნეთი, აღმოსავლეთიდან – დაღესტანი, სამხრეთით – კახეთი და დასავლეთით – ფშავი და ხევსურეთი. იგი საქართველოს ის მაღალმთიანი რეგიონია, რომლის სოფლებიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2000 მ-ზე მაღლა. XIX ს-ის II ნახ. და XX ს-ის I ნახ. მოხდა თუშეთიდან მოსახლეობის თითქმის მთლიანი მიგრაცია კახეთის ბარში, სადაც გაშენდა თუშებით დასახლებული სამი სოფელი – ზემო ალვანი, ქვემო ალვანი და ლალისყური. თუშეთი დღეს ამ სამ სოფელშია გავრცელებული. ისტორიული თუშეთი კი ძირითადად გადაქცეულია მეცხოველეთა საზაფხულო საძოვრების ტერიტორიად, სადაც მოსახლეობა ადის ზაფხულობით. მუდმივი მოსახლეობის მცირე ნაწილი დარჩენილია მის მხოლოდ რამდენიმე სოფელში. თუშეთი სადღეისოდ წარმოადგენს თუშურის არა გავრცელების, არამედ მისი ფორმირების ტერიტორიას.

თუშური ენობრივად აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტებს მიეკუთვნება და ფშაურ-ხევსურულ და მოხეურ დიალექტებთან ერთად ერთიანდება ე. წ. ფხოვური კილოების ჯგუფში, ხასიათდება უაღრესი არქაულობით და ბევრ საერთოს ავლენს ძველ და საშუალ ქართულთან, არქაული ენობრივი ნიშნის მიხედვით ეხმაურება ქართული ენის სამხრეთ-დასავლურ დიალექტებს – აჭარულსა და იმერხეულს

თუშურის ფონოლოგიურ ინვენტარში დღეს სალიტერატურო ქართულისაგან განსხვავებული რამდენიმე ბგერა დასტურდება, რომლებიც გრაფიკულად ასე გამოიხატება: ჴ, ჲ, Iii.JPG, ჸ, Uuuu.JPG. ამათგან ჴ დამოუკიდებელი ფონემაა, რომლის ფონეტიკური სახეც და ფონოლოგიური დისტრიბუციაც მთლიანად ძველი სალიტერატურო ქართულისას იმეორებს: ჴმალი, ჴელი, ჴორცი, ჴველა და სხეა; ჲ დასტურდება ხმოვანფუძიან სახელებთან ფრაზის აბსოლუტურ ბოლოში (ანუ ფიქსირებული პაუზის წინ), როგორც სახელობითი ბრუნვის ნიშნის უმარცვლო რეფლექსი: შდრ.: „ძმა მოვიდ“ და ,„მოვიდ ძმაჲ“. ასეთივეა: გზაჲ, თხაჲ, კატაჲ, დედაჲ, მამაჲ, ორმოჲ, დღეჲ და სხვ. Iii.JPG გვხვდება აგრეთვე როგორც ხმოვნის ე. წ. „ფშვინვიერი შემართვა“ ჩვენებითი ნაცვალსახელების თავკიდურად; Iii.JPGახლ, Iii.JPGაქ... Iii.JPG აგრეთეე სახელობოთი ბრუნვის რეფლექსია თანხმოვანფუძიან სახელებთან ფრაზის იმავე პოზიციაში, სადაც ჲ დასტურდება: შდრ: ცხენ მომიკვდ და მომიკვდ ცხენ[ფაილი:Iii.JPG|10პქ]]; აგრეთვე: ცხვარIii.JPG, ძაღლIii.JPG… ჸ – ფარინგალური მკვეთრი ბგერაა. იგი გამოხატავს ხმოვნის ძლიერ დამართვას და ახასიათებს პრეფიქსულ მორფემათა მიჯნაზე პოზიციურად მიღებულ გრძელ ხმოვნებს: გაჸჭენ, მიჸყვან, შუჸტან, შეჸფარ, გიჸUuuu.JPG, მიჸპარ. ივარაუდება სიტყვა-ფორმების ასეთი ტრანსფორმაცია: მოიპარა → მიიპარა – მიჸპარ. ჸ, როგორც ძლიერი დამართვა, ახასიათებს აგრეთვე სუფიქსურ -ა-ს: მამალაჸIii.JPG, დედალაჸIii.JPG, ნაცარაჸIii.JPG, თავადაჸIii.JPG; დასტურდება აგრეთვე პირთა სპეციფიკურ თუშურ სახელებში: მაჸოჲ, შაჸოჲ, დაჸოჲ. ჸ ბგერა ის ფონეტიკური ქართულია, რომელიც თუშურს განასხვავებს ქართული ენის ყველა სხვა დიალექტისაგან და ნახური ენების (ბაცბური, ჩაჩნური) გავლენის შედეგადაა მიჩნეული. Uuuu.JPG ო-ს უმარცვლო ალოფონია და ვლინდება როგორც III სუბიექტური პირის ნიშნის ალომორფი ზმნური სიტყვაფორმის აბსოლუტურ ბოლოში: გიჸგUuuu.JPG(გაიგო), წიჸღUuuu.JPG (წაიღო), მოიჸგUuuu.JPG (მოიგო). ფონეტიკური პოზიციის შეცვლის შემთხვევაში ო ხმოვანი სრული სახით აღდგება: წიჸღოვ (წაიღოო), გიჸგო (ხომ გაიგო).

ფონეტიკური პროცესებიდან თუშურს ახასიათებს როგორც ხმოვანთა, ისე თანხმოვანთა რეგრესული ასიმილაცია. ხმოვანთა რეგრესული ასიმილაციის შედეგია ხმოვნების საბოლოო შერწყმა გრძელ ხმოვნად, რომელსაც უვითარდება ძლიერი დამართვა. თანხმოვნებში ასიმილატორებია ხშული ბგერები, ასიმილაციას კი სპირანტები განიცდიან: ზდველ – სთველი, ჟჯავრობ + სჯავრობ, ღგლეჯ – ჰგლეჯ…

თუშურის მორფოლოგიური თავისებურებებიდან აღსანიშნავია შემდეგი: სახელობითი ბრუნვის ნიშნად ფრაზაში სიტყვის პოზიციის მიხედვით ხმოვანფუძიან სახელებთან მონაცვლეობს 0 და ჲ, თანხმოვანფუძიან სახელებთან – 0 და Iii.JPG: ფრაზის შიგნით რეალისდება 0 ალომორფი, ფრაზის ბოლოს – ჲ და Iii.JPG: დედა მოვიდ – მოვიდ დედა; კაც გამოჩინდ – გამოჩინდ კაცIii.JPG. მოთხრობითი ბრუნვის ნიშნად მხოლოდ ერთი ალომორფი – მ გვაქვს როგორც ხმოვან, ისე თანხმოვანფუძიან სახელებთან: ძაღლმ დამაშინ, მგელმ შეჭამ; თხამ დიჸჩხავლ. ადგილობითის მნიშვნელობით გამოიყენება უთანდებულო მიცემითი ბრუნვა: დიკლოს (დიკლოში) მოიდა დიდოი – და სახელის ფუძე უსუფიქსოდ: ხისო (ხისოში) გარიგდა ჯარია, ქალაქ (ქალაქში) დაგიბეს პატრონი. გამოსვლითობის მნიშვნელობა აქეს ა სავრცობიან მოქმედებითი ბრუნვის ფორმებს: ციხითა (ციხიდან) გადმოფრენილმა შუა გახია ჯარია. ნანათესაობითარ სახელთა ვითარებითი ბრუნვის უთანდებულო ფორმები ასრულებს -თვის თანდებულიანთა ფუნქციას: დედისად (დედისთვის) ვთქვ შვილს, ცხენისადავ (ცხენისთვისო) პატა ქერ მჭირდებავ (ამ ფაქტის კვალიფიკაცია სხვაგვარადაც შეიძლება: ნათესაობითი ბრუნვის -თვის თანდებულს თუშურში -ად შეესაბამება). წოდებითი ბრუნვის -ო თუშურში ხშირად -ვ-დ რედუცირდება: ბიჭე (ბიჭო) რაჸს აკეთებ? თუშურში ორიგინალურია ე. წ. ლოკალურ ბრუნვათა „სადაობით-გამოსვლითი“ ფორმები -ზეით(ა) და -შიით(ა) ბოლოსართებით, რომლითაც შეიძლება რთული თანდებულების კვალიფიკაციაც მიეცეს: მთაზეით (მთიდან), თოვლო, გადახვედ, ჩემ გულით ჯავრო – რად-ვერა. ცხვარშიით მომოალაჸმ მნახ. ამგვარი ე. წ სადაობით-გამოსვლითები შეიძლება ხელახლადაც იბრუნოს: მთაზეითამ (მთასე მყოფმა) გადმოზძახ, რაჸნ ხართავ? უჩინაჸ შიითამ (სიბნელეში მყოფმა) გამოვხედIii.JPG. -ებ-იანი მრავლობითით გაფორმებულ სახელს მოთხრობით ბრუნვაში ბრუნვის ნიშნის -მ ფორმანტის ნაცვლად -თ დაერთვის: თუშებთ ჩაზძახეს ლეკებსა, ეხლ უნდა ვსცადოთ თავიო. ობიექტური პირის ნიშნით აისახება როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი ობიექტი, სახელობითბრუნვიანიც და მიცემითბრუნვიანიც: მოღგლიჯა ჩვენი ფარეხი, ზეცას გახქონდა გრიალი. ცას მოსწყდა წითელ მასკვლავი. ობიექტური პირის ნიშნებად დასტურდება ზ, ს, ჟ, შ, ღ, ხ პოზიციური ალომორფები: ზძახს, სწოვს, ჟჯურავს, შჩეჩს, ღბანს, ხპარავს. ეგევე ალომორფები გამოიყენება II სუბიექტური პირის ნიშნებადაც: ზძრავ, სწევ, ჟჯავრობ, შჩუჩუნებ, ღბაბანებ, ხპეიტრობ. ნამყო უსრულში III სუბიექტურო პირის მრავლობითობის ნიშანი -ეს ფორმანტია. -ენ-ს აქ თუშური არასოდეს ხმარობს: წიჸყვანდეს, ჩაჸწვენდეს.

თუშურის ზმნის დრო-კილოთა სისტემაში დადასტურებულია უწყვეტლისა და წყვეტილის ხოლმეობითის მწკრიეები, რომლებსაც I და II პირის ფორმებთან -იდ, ხოლო II პირის ფორმებთან -ი სუფიქსები აწარმოებს: ვაკეთებდ-იდIii.JPG, აკეთებდ-იდIii.JPG, აკეთებდ-ი-ს; გავაკეთიდი, გასკეთ-იდIii.JPG, გაჸკეთ-Iii.JPG-ს. ამ მწკრივთა მეორე პირის ფორმები კონტექსტის მიხედვით ზოგჯერ თხოვნის მნიშვნელობასაც შეიცაეს და ასედაც ეძახიან – თხოვნითი ბრძანებითები: უთხრიდით დოჭუელებსა, დაძრან ბურაყის ტარიო. თხოვნის გამოსახატავად თუშურს სპეციალური -ღ ნაწილაკიც მოეპოვება, რომელიც წინადადების სხვადასხვა წევრს დაერთვის: ზედაღ შენ დაჯედ, ლამაზო; ჩიღოელებსაღ უთხრიდით, კიცეაჸს უჭირონ მჴარიო. ეს ნაწილაკი ზოგჯერ ე. წ. თხოვნით ბრძანებითებსაც დაერთვის და თხოვნის შინაარსს აძლიერებს: უთხრიდიღ ჩემსა მაგივრად შენთანაღ დაიძინოსა. ჩატვრითობის გამოსახატავად ძალზე პროდუქტიულია -მც(ა) | -მ ნაწილაკი: დაიმც ვიყვიდი ძმიანი, მარჯაკლებ მევალნიანა, ნუმც გამათხოის მამამა, ქალსამ თავ მიდიდიანა. აგრეთვე ორიგინალურია თუშურში მტკიცებითი -წ ნაწილაკი: მეაწ (მე ხომ) შენ არას შეგირთავ; ცხენო, გატყობაწ (ხომ გატყობ), გეშინის. ასეთივე მნიშვნელობის გამაძლიერებელი ფუნქცია აქვს -ოდ ფორმანტს: დიდიოდ (მთლად დიდი, ყველაზე დიდი) რომელიც იყე, იჸს დავიჭირIii.JPG.

თუშურს აქვს მნიშვნელოვანი სინტაქსური თავისებურებანიც: მსაზღვრელი საზღვრულს ბრუნვაში სრულად ითანხმებს: ჩემის მამის სალოცავმ დალახვროს; მაღალმ ღმერთმ მოხკითხოს; ჩემს ძმას დავიფიცავ; კარგაჸს გზას ვანახვევ. ამაეე დროს, ატრიბუტული მსაზღვრელი ზოგჯერ საზღვრულთან უბრუნველია: მაღალაჸ ცხენი, მაღალაჸ ცხენმ, მაღალაჸ ცხენს, მაღალაჸ ცხენის, მაღალაჸ ცხენით – სახელობითბრუნვიანი ობიექტი ზმნას რიცხვში ყოველთვის ითანხმებს, არა აქვს მნიშვნელობა მრავლობითის წარმოება ებ-იანია თუ ნარ-იანი: მჴრები დავყარენი ქსლობა ჯარნობასა; ხუთნ გარევ მორეკნეს. ნ ფორმანტი თავს იჩენს ნამყოში სუბიექტის მრავლობითის -ეს მაწარმოებლის გვერდითაც: სუ მოელ ქალებ დათხოვდნეს.

თუშური მდიდარია დიალექტური ლექსიკით, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: განსაკუთრებული საცხოვრებელი გეოგრაფიული გარემო, ცხოვრების მთაბარული წესი, სხვა კუთხეებისაგან განსხვავებული სამეურნეო ყოფა-საქმიანობა, ორიგინალური ტრადიციული რწმენა-წარმოდგენები და ზნე-ჩვეულებები, სიახლოვე ნახურ და დაღესტნურ ენობრივ სამყაროსთან და სხვ.

გ. ცოცანიძე


ლიტერატურა

  • უთურგაიძე თ. თუშური კილო, თბ., 1960;
  • კურდღელაიძე გ. თუშეთი, თბ., 1983;
  • ცოცანიძე გ. გიორგობიდან გიორგობამდე, თბ. 1987;
  • ჯორბენაძე ბ. ქართული დიალექტოლიგია, I, II, თბ., 1989; 1998;
  • ბოჭორიძე გ. თუშეთი, თბ., 1993.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები