სპირანტები
სპირანტები – ფრიკატივები, ნაპრალოვნები, ჩქამიერი თანხმოვნები, რომელთა დამახასიათებელი ხმაური (ჩქამი, ფრიკაცია) წარმოიქმნება ჰაერნაკადისათვის სამეტყველო ორგანოებით შექმნილ ვიწრო გასასვლელში – ნაპრალში. ხშული ჩქამიერებისაგან განსხვავებით. სპირანტები უწყვეტი ბგერებია – მათი წარმოთქმისას ჰაერნაკადი არ წყდება.
სალიტერატურო ქართულში გაირჩევა შემდეგი სპირანტები: წინაენისმიერი სისინა – ზ, ს; წინაენისმიერი შიშინა – ჟ, შ: უკანაენისმიერი – დ, ხ, ყ: სახმოსიმებისეული (ლარინგალური) – ჰ. აღნიშნულ წყვილებში პირველი ბგერები (ზ, ჟ, დ) მჟღერი, მეორენი (ს, შ, ხ) კი – ყრუ ფშვინვიერი თანხმოვნებია. გამონაკლისია უკანაენისმიერთა მესამე წევრი – ყ. რომელიც აბრუპტივია. ფშვინვიერია (უფრო ზუსტად, ოდენ ფშვინვაა, ოდენ სახმოსიმებისეული ჩქამია) სპირანტი ჰ-ც.
ზ. ჯაფარიძე