ველარული ბგერები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ველარული ბგერები – (ლათ. velaris - velum – რბილი სასა). რბილსასისმიერი, უკანასასისმიერი, პოსტპალატალური ხმოვნები და თანხმოვნები, რომლებსაც ჰაერნაკადის უვიწროესი გასასვლელი ან ხშვა რბილი სასის (ველუმის) არეში ექმნებათ. ქართულში ველარული ხმოვნებია უ და ო, თანხმოვნებიდან ველარული ხშულ-მსკდომებია გ ქ კ ნაპრალოვნები – ღ ხ ყ
ველარული (რბილსასისმიერი, უკანასასისმიერი) ბგერები უპირისპირდებიან მაგარსასისმიერებს ანუ პალატალურებს.
ზ. ჯაფარიძე