NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზენი

ქართული ანბანის მეშვიდე ასო: მისი სახელია „ზენი“; გრაფიკული სიმბოლო წინაენისმიერი სისინა მჟღერი სისინა ნაპრალოვანი ფონემისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴊ. მისი მოხაზულობა წრისა და ხაზების კომბინაციაა, რომელიც კვადრატულ არეს იკავებს. ნუსხური Ⴆ მარჯვნივაა გადახრილი. მხედრულში მისი ზედა ნაწილიც წრიული ფორმისაა. ნუსხური Ⴆ და მხედრული ზ ოთხხაზოვანი სისტემის ზედა სამ ხაზს შორის იწერება:

ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა შვიდს (7), ახალ ქართულში ჩამოთვლისას (ანბანური რიგის მიხედვით) აღნიშნავს მეშვიდეს. ციფრობრივი ნუმერაციის დროს გამოიყენება ერთი და იმავე ნომრით აღნიშნული რამდენიმე საგნის, პუნქტის განსასხვავებლად: მეხუთე პუნქტის ზ მუხლი.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

მოძიებულია „https://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php?title=%E1%83%96&oldid=217601“-დან
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები