გრაფიკა (დამწერლობა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრაფიკა – (ძვ.ბერძ. γρᾰφικός ვწერ, ვხატვ),

1. (ფონემურ დამწერლობაში) გრაფემისა და ფონემის შესაბამისობა. ამ თვალსაზრისით საკმაოდ სრულყოფილია ქართული გრაფიკა, რომელშიც თითოეული ფონემა გამოხატულია ცალკე გრაფემით და, პირიქით, თითოეული გრაფემა შეესაბამება ერთ ფონემას.

2. მოცემული დამწერლობის ყველა საშუალების – გრაფემების, სასვენი ნიშნების, სატრანსკრიფციო ნიშნების და მისთ. ერთობლიობა და ამ საშუალებათა მოხაზულობა, აგრეთვე სიტყვათა შორის ინტერვალები, აბზაცი, სიტყვათა შემოკლების ხერხები (აბრევიატურა, ქარაგმა), ტექსტში რომელიმე ადგილის გამოყოფის მიზნით მისი გახაზვა, ზოგჯერ ამავე მიზნით ნაბეჭდ ტექსტში განსხვავებული შრიფტის (დახრილი, პეტიტი…) გამოყენება და ა. შ.

თანამედროვე ქართულ დამწერლობაში განსხვავებულია ხელნაწერი და ნაბეჭდი გრაფიკა ეს უკანასკნელი ემყარება ქართულ მხედრულ დამწერლობას.

ლ. ენუქიძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები