შ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შ – ქართული ანბანის ოცდამეხუთე (ძვ. ქართული ანბანის ოცდამერვე) ასო. მისი სახელია „შინი“; გრაფიკული სიმბოლო წინაენისმიერი ფშვინვიერი შიშინა ნაპრალოვანი თანხმოვნისა. ასომთავრულში იწერებოდა ჵ. მისი მოხაზულობა ხაზისა და წრეების კომბინაციაა, რომელსაც კვადრატის ნახევარი უკავია. VI ს-ში რკალური ფორმები აქვს. ნუსხური ⴘ გვერდზე გადახრილია და ქვედა სამ ხაზშია მოთავსებული. მხედრულში ზედა სამ ხასში იწერება.
ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ცხრაასს (900).