ჰ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰ – ქართული ანბანის ოცდამეცამეტე (ძველი ქართული ანბანის ოცდამეჩვიდმეტე) ასო. მისი სახელია „ჰაე“; გრაფიკული სიმბოლო ლარინგალური ფშვინეიერი ნაპრალოვანი თანხმოვნისა. Ⴠ-ს მოხაზულობა ასომთავრულში ხაზებისა და რკალის კომბინაციაა, რომელიც კვადრატულ არეს იკავებს. ნუსხური ⴠ კუთხოვანი ფორმისაა და მარჯვნივ გადახრილი., მას ორი შუა ხაზი უკავია. მხედრულ. ჰ-ს მომრგვალებული ფორმები აქვს და ზედა სამ ხაზში იწერება.
ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ცხრა ათასს (9000).