ხ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხ – ქართული ანბანის ოცდამეთერთმეტე (ძველი ქართული ანბანის ოცდამეთოთხმეტე) ასო. მისი სახელია „ხანი“, გრაფიკული სიმბოლო უკანაენისმიერი ფშვინვიერი ნაპრალოვანი თანხმოვნისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴞ მისი მოხაზულობა ურთიერთპერპენდიკულარული ხაზების კომბინაციაა, რომელიც კვადრატის ნახევარს იკავებს. ნუსხური ⴞ მარჯვნივაა გადახრილი და ქვედა სამ ხაზშია მოთავსებული. ხ-ს მხედრულში მომრგვალებული ფორმები აქვს და ზედა სამ ხაზში იწერება.
ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ექვსი ათასს (6000).