იმერხეული დიალექტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იმერხეული - კლარჯული, ქართული ენის დიალექტი. შემორჩენილია ისტორიულ შავშეთ-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდინარეების იმერხევისა და შავშეთის წყლის აუზებში (მდ. ჭოროხის ხეობამდე). ამჟამად თურქეთის საზღვრებშია.

ტერმინი „იმერხეული“ ქართულ დიალექტოლოგიაში დამკვიდრდა იმ ძირითადი გეოგრაფიული ადგილის მიხედვით, სადაც დღეს იმერხეული მეტყველებაა გავრცელებული, თუმცა საქმის რეალურ ვითარებას უფრო კლარჯული (ან შავშურ-კლარჯული) შეეფერება. იმერხეულად მეტყველთა შორის ორი ფენა გამოიყოფა: ტაო-კლარჯეთის ძირძველი მოსახლეობის შთამომავალნი და აჭარა-მესხეთიდან XIX ს. მუჰაჯირებად წასულ ქართველთა შთამომავალნი. ამათ შორის ენობრივ სხვაობას მეცნიერებიც ამჩნევენ და თვით მოსახლეობაც.

იმერხეულის დიალექტოლოგიურ სახეს ორი ფაქტორი განაპირობებს; ამ კუთხის საქართველოსაგან ხანგრძლივი მოწყვეტით განპირობებული ფონეტიკურ-გრამატიკული არქაიზმები და თურქულ გარემოში ასევე ხანგრძლივი ცხოვრებით გაჩენილი უამრავი ლექსიკური ნასესხობა.

შ. ფუტკარაძე ადასტურებს იმერხეული დიალექტის შიგნით კილოკაურად განსხვავებულ ხუთ ნაირსახეობას: მუჰაჯირი ქართველების შთამომავალთა მეტყველებას ბურსის ვილაიეთში, ქ. ინეგოლისა და ინეგოლის რ-ნის სოფლებში; ტაოს ქართულ მეტყველებას ისტორიული ტაოს სოფლებში; იმერხეული მეტყველება, მდ. იმერხევის აუზში შემავალ სოფლებში; ლივანურ მეტყველებას ბორჩხვისა და მურღულის რაიონების სოფლებში; მაჭახლურ მეტყველებას ზედა მაჭახლის სოფლებში.

აღსანიშნავია ფონეტიკური თავისებურებები: დაცულია ჴ (ჴელი „ხელი“, ჴარი „ხარი“). გვხვდება Uuuu.JPG (დეკეUuuu.JPGლი, ბეUuuu.JPGრი, ყაUuuu.JPGს „ჰყავს“), და-სტურდება ჲ როგორც ი-ს რეფლექსი (ანაჲ „დედჲ“, ფენჯერეჲ „ფანჯარა“, ფენჯერაჲს „ფანჯრის“, წაჲ „წადი“, აჲ „ადი“). გავრცელებულია ხმოვანთა რეგრესული ასიმილაცია (დაეძინა> დეეძინა, დაუძახა> დოუძახა); ბოლოკიდურ პოზიციაში დისიმილაციით აე > ეე > იე (თმაები > თმები > თმიები); ნაწილობრივი ასიმილაციით იცვლება აი კომპლექსი (დაიჭირა > დეიჭირა); რეგრესიული დისტანციური ასიმილაციის შემთხვევები (დეიჭედებიან „დაიჭიდებან“). ოა, ოე, ეა კომპლექსებში ხდება დისიმილაცია (მოვათავე > მოათავე > მუათავე, მოველი > მოელი > მუელი, შეაქო > შიაქო). ადგილი აქვს მჟღერი აფრიკატების დეზაფრიკატიზაციას (ჩაზერა, გოუზახა). ვე და ვი კომპლექსები იცვლება შესაბამისად ო და უ ხმოვნებით (ზოლი – „ძველი“, სირცხული – „სირცხვილი“).

მორფოლოგიური თავისებურებანი: ხმოვანზე ფუძედაბოლოებული სახელები სახელობით ბრუნვაში დაირთავენ - ი II -ს (ანაი „დედა“, ბაბოლ „მამა“, გიდელაი „გიდელი“); მოთხრობითში ამ ტიპის სახელებთან გაჩნდება -მა (ანამა, ბაბომა). მავრცობ ხმოვნად დასტურდება -ა (მირზასა) და -ი (მირზასი). გვხვდება -დამ თანდებული (ქვეშედამ „ქვეშიდან“). რეალური სუბიექტის მრავლობითობა გამოიხატება -ან ||-ენ ფორმანტებით (აქან „აქვთ“, ინUuuu.JPGან „სძინავთ“, უქნიან „უქნიათ. -ავ და -ამ თემის ნიშნები გახმოვანებას იცვლიან ნამყო უსრულსა და მასზე დაფუძნებულ მწკრივებში (მალევდა მალავდა“). ამავე თემისნიშნიან ზმნათაგან ვნებითი არქაული წესით იწარმოება (იმალვის, იბმის).

სინტაქსური თავისებურებანი: „ეშინია“ ტიპის ზმნებთან დაცულია ძველი ქართულისებური კონსტრუქცია: ჩიტიდამ მეშინოდა. „ჩიტისგან მეშინოდა – ჩიტისა მეშინოდა“. აქტიური სემანტიკის გარდაუვალი ზმნების II სერიის ფორმებთან ქვემდებარე დასმულია მოთხრობით ბრუნვაში: წეUuuu.JPGდა კაცმა. „დაუძახა“ ზმნასთან ობიექტი დგას სახელობით ბრუნვაში: დუუძახა ქელოღლანი „დაუძახა ქელოღლანს“.

ლექსიკაში შენახულია არქაული ფენა, ქართული ლექსიკა კარგადაა დაცული სას.-სამ. ტერმინოლოგიაში. შეინიშნება დიალექტური ინოვაციები: მრავლადაა თურქული ნასესხობანი, თითქმის მთლიანად თურქულია ნათესაობის ტერმინოლოგია. ტოპონიმიკა ქართულია. სიტყვებიც კი, რომლებიც ცოცხალ მეტყველებაში აღარ იხმარება, დაცულია ტოპონიმიკაში (ბოსლიეთი – ბოსელს „ახორი“ ჰქვია; ვაკიეთი – ვაკეს „დუზი“ ჰქვია).

გ· ცოცანიძე



ლიტერატურა

  • გიგინეიშვილი ი. თოფურია ე. ქავთარაძე ი. ქართული დიალექტოლოგია. I, თბ., 1961;
  • ფუტკარაძე შ. ჩვენებურების ქართული. ბათუმი. 1993.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები