სვანური ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სვანური ენა – ქართველურ ენათა ოჯახის ერთ-ერთი წევრი (ქართულთან და მეგრულ-ლაზურთან ერთად), გამოიყოფა ხუთი დიალექტი: ბალსზემოური, ბალსქვემოური (ზემოსვანური დიალექტები ენგურის ხეობაში), ლენტეხური, ლაშხური და ჩალურული (ქვემოსვანური დიალექტები ცხენისწყლის ხეობაში).

სვანურის ყველა დიალექტისათვის საერთოა 6 ხმოვანი: ა. ე. ი, ო, უ, ჷ. სხვადასხვა დიალექტში კი ხმოვან ფონემათა რაოდენობა მერყეობს 9-იდან 18-ამდე. ამ სიმრავლეს წარმოქმნის ყველა სხვა ნიშნით ერთნაირი ხმოვნების განსხვავება, ერთი მხრივ – სიგრძე-სიმოკლის, ხოლო, მეორე მხრივ – პალატალურობა-არაპალატალურობის (ე. ი. უმლაუტიანობა-უუმლაუტობის) მიხედვით. ბალსქვემოურსა და ლენტეხურში არ არის მოკლე ხმოვნების საპირისპირო გრძელი ხმოვნები, ლაშხურში – არაპალატალურ ა. ო. უ ხმოვანთა საპირისპირო გრძელი ხმოვნები: – არაპალატალურ ა. ო, უ ხმოვანთა საპირისპირო პალატალური Aou.PNG ხმოვნები. ორივე ეს დაპირისპირება (გრძელი – მოკლე ღა პალატალური – არაპალატალური) დამახასიათებელია მხოლოდ ბალსზემოურისა და ჩოლურულისათვის. ამრიგად, ხმოვან ფონემათა შედგენილობის მიხედვით სხვადასხვა დიალექტებში ასეთი სურათი გვაქეს: ბალსქვემოური ღა ლენტეხური: ა. ე, ი, ო, უ. ჷ, ა, ო, უ: ლაშხური: ა, ე, ი, ო, უ, ჷ, ა, ე, ი, ო, უ, ჷ, ბალსზემოური და ჩოლურული: ა, ე, ი, ო, უ, ჷ. ა, ე, ი, ო, უ, ჷ. ა, ო, უ Aou qudit zevit.PNG ეს ხმოვნები ერთმანეთს უპირისპირდებიან რიგის (წინა-უკანა), ენის აწეულობის (მაღალი – დაბალი), ბაგისმიერობა-არაბაგისმივრობისი და სიგრძე-სიმოკლის მიხედვით.

თანხმოვანთა სისტემით სვანური დიალექტები ერთმანეთს ემთხვევა. გამოიყოფა ორი ჯგუფი: სონორები და ჩქამიერები; სონორებია: რ, ლ, მ, ნ, Uuuu.JPG, ჲ. ყველა სხვა თანხმოვანი ჩქამიერია, ისინი ერთმანეთს უპირისპირდებიან რიგის, სერიისა და რაგვარობის მიხედვით. რიგი: ბაგისმიერნი (ბ, ფ, პ), კბილისმიერნი (დ, თ, ტ), ნუნისმიერნი (ძ, ც, წ, ზ, ს), მაგარსასისმიერნი (ჯ, ჩ, ჭ, ჟ, შ), რბილსასისმიერნი (გ, ქ, კ, ღ, ხ), ხახისმიერი (ჴ, ყ), ხორხისმიერი (ჰ). რიგის შიგნით ფონემები ერთმანეთს უპირისპირდებიან სერიის მიხედვით. სერია სამია: მჟღერთა, ფშევინვიერთა და მკვეთრთა სერია. მჟღერები: ბ. დ, ძ, ს. ჯ. ჟ. გ, დ: ფშვინვიერები: ფ, ო, ც, ს, ჩ, შ, ქ, ხ, ჴ, ჰ. მკვეთრები: პ, ტ, წ ჭ. კ, ყ; ხშულები: ბ, ფ, პ, დ, თ, ტ, ძ, ც, წ, ჯ, ჩ, ჭ, გ, ქ, კ; ნაპრალოვნები: ზ, ს, ჟ, შ, ღ, ხ, ჰ.

ხმოვანთა რედუქციის მიხედვით სვანურის დიალექტები (გარდა ლენტეხურისა), არსებითად, ერთმანეთს ემთხვევა. რედუქციის წესებს მხოლოდ მოკლე ხმოვანი ემორჩილება. ხმოვნის რედუქციისათვის აუცილებელია სიტყვაში არანაკლებ სამი ხმოვნისა და ორი ხმოვნიანი მორფოლოგიური ერთეულის (ძირისა და აფიქსის) არსებობა. იმის მიხედვით, თუ როგორია სარედუქციო ხმოვნის თანხმოვნური გარემოცვა, არაბაგისმიერი ხმოვანი გვაძლევს ნულს ან ჷ-ს (ქათAaa.PNGლ „ქათამი“ – ქათლAaa.PNGრ ქათმები, ლარტAaa.PNGმ „ბოსტანი“ ღელჷრტAaa.PNGმ „ბოსტnეული“, ბაგისმიერი ხმოვანი კი გვაძლევს Uuuu.JPG-ს ან რჩება უცვლელი (კუმAaa.PNGშ „საქონელი“ – ლაკUuuu.JPGმაშ „საქონლის სადგომი“, მურეUuuu.JPGამ „კოშკი“ – ლჷმურყUuuu.JPGამ „კოშკიანი“).

სეანურში გამოიყოფა სახელთა ბრუნების ორი ტიპი: I და II. ეს ტიპები გამოიყოფა მხოლოდ ზემოსვანურ დიალექტებში და ისიც მხოლოდ საზოგადო სახელთა ერთი ნაწილის მხოლობითი რიცხვის ფორმაში. II ტიპის ბრუნებას განეკუთვნება სახელთა ბრუნების პარადიგმა, რომელშიც მოთხრობით და ნათესაობით ბრუნვების ფორმები ერთმანეთს ემთხვევა. ასეთ შემთხვევაში ორივე მათგანი მუდამ -ემ სუფიქსით არის გამოხატული. ამგვარ პარადიგმაში სახელის ფუძე ყოველთვის ორ ვარიანტიანია, რომელთაგან ერთი მუდამ სახელობითი ბრუნვის ფორმითაა წარმოდგენილი, ხოლო მეორე – ყველა დანარჩენი ბრუნვის ფორმებით. ფუძის ვარიანტებს შორის განსხვავება ან მხოლოდ ხმოვანთმონაცვლეობით წარმოიქმნება (მაგ. ჭემ – ჭამ „თივა“), ან მასთან ერთად ბოლოკიდური -Uuuu.JPG ელემენტის ქონება-უქონლობითაც (ჟეღ – ჟაღUuuu.JPG „ძაღლი). II ტიპის მიხედვით მხოლოდ ერთმარცვლიანი ფუძის მქონე სახელები იბრუნვის და მათ, როგორც წესი, მოეპოვებათ პარალელური ფორმები 1 ტიპის ბრუნების სახით, სადაც ფუძე მუდამ ერთვარიანტიანია. ერთზე მეტმარცვლიანი ფუძის მქონე ყოველი სახელი I ტიპის მიხედვით იბრუნვის. ქვემოსვანურ დიალექტებში II ტიპის ბრუნება არ არსებობს, ყოველი სახელი I ტიპის შესაბამისად იბრუნვის და, ამდენად, ბრუნების ტიპები აქ არც გამოიყოფა.

სახელთა მრავლობითი რიცხვის გამომხატველი ძირითადი სუფიქსია -Aaa.PNGრ (დისიმილაციით -Aaa.PNGლ): ჴAaa.PNGნ „ხარი“ – ჴან-Aaa.PNGრ „ხარები“, ყOo xazit.JPGრ „კარი“ – ყOo xazit.JPGრ-ალ „კარები“. სახელთა სხვადასხვა ჯგუფთან დასტურდება აგრეთვე -ა, -უ, ლა-ა ალომორფები: მჷლდ-ა „მწყემსები“, ლჷდგარ-უ „მკვდრები“, ლა-ჯგილ-ა „ძმები (დისთვის)“… მხოლობითი რიცხვის ფორმები მრავლობითს ნიშნის უქონლობით უპირისპირდება.

სვანურში, სხვა ქართველურ ენათა მსგავსად, არსებობს ზმნის პირის ორი ნაირსახეობა – სუბიექტური და ობიექტური. ობიექტური პირის შიგნით კი გამოიყოფა პირდაპირი და ირიბი. უზმნისწინო ფორმებში I სუბიექტური პირის მორფემის ალომორფებია: ხUuuu.JPG- (არაბაგისმიერი ხმოვნების წინ): ხUuuu.JPG-Aaa.PNGსყი „ვაკეთებ“, ხ- (ბაგისმიერი ხმოვნების წინ): ხ-ოსყი „ვუკეთებ“, -Uuuu.JPG- და 0 (ნული) (თანხმოვნით დაწყებულ ფუძეებთან): დ-Uuuu.JPG-იგე „ვაქრობ“, სგურ „ვზივარ“. II სუბიექტური პირის ნიშანი უზმნისწინო ფორმებში არის ხ- (ხმოვნების წინ): ხ-Aaa.PNGსეი „აკეთებ“ და 0: დიგე „აქრობ“. III სუბიექტური პირის მორფემა შემდეგი ალომორფებისაგან შედგება: ლ- (მხოლოდ 5 ზმნაში), მაგ., ლ-ი „არის“, ნ- და ჲ- (ლა- ზმნისწინიან ფორმათა ერთ ნაწილში): ლა-ნ-ტიხ „დააბრუნა“, ლAaa.PNG-ჲ-ჭემე „მოთიბა“, -ს (კავშირებითის ფორმებში): ამAAA XAZIANI.PNGEEE XAZINI.PNGდ-ს „ამზადებდეს“ და 0 (ყველა სხვა შემთხვევაში): Aaa.PNGსყი „აკეთებს“. სგურ „ზის“. I ობიექტური პირი (პირდაპირიცა და ირიბიცა) მ-თი გამოიხატება: მ-ახტAaa.PNGUuuu.JPGი „მხატავს“, მ-იხტAaa.PNGUuuu.JPGი „მიხატავს“. II ობიექტური პირი კი – ჯ-თი: „ჯ-ახტAaa.PNGUuuu.JPGი „გხატავს”, ჯ-იხტAaa.PNGUuuu.JPGი „გიხატავს”. III პირდაპირ ობიექტურ პირს კი გამომხატველი აფიქსი არ მოეპოვება: ახტAaa.PNGUuuu.JPGი „ხატავს“.

თანამედროვე სვანურში ზმნისწინისა და პირის ნიშნის თანხმოვანთა ერთად თავმოყრა არ შეიძლება, ერთ-ერთი მათგანი ამიტომ ყოველთვის დაკარგულია: შდრ., ერთი მხრივ, ა-ხ-Aaa.PNGსყ (<*ან-ხ-Aaa.PNG სყ) „გააკეთე“, ე-ჯ-ყა (<*ეს-ჯ-ყა) „მი-გყავს“, ა-ტეხ (<*-ად-ხ-ტეხ) და, მეორე მხრივ, ათ-აბ (<*ად-ხ-აბ) „მიაბი“, ეს-გUuuu.JPGეშ (<*ეს-ხ-აგUuuu.JPGეშ) „დაასხი“.

I და II სუბიექტური პირის მრავლობითი რიცხვი დ სუფიქსით გამოიხატება: ხUuuu.JPG-Aaa.PNGსყიდ „ვაკეთებთ“, ხ-AAA XAZIANI.PNGსყი-დ „აკეთებთ“, II სუბიექტური პირის მრავლობითობა ყოველთვის -ხ სუფიქსით გამოიხატება: AAA XAZIANI.PNGსყი-ხ „აკეთებენ“.

I პირის მრავლობითი რიცხვის ფორმა ინკლუზივ-ექსკლუზივის კატეგორიის გამოხატვით ხასიათდება (ქვემოსვანურ დიალექტებში მხოლოდ სუბიექტური პირის ფორმებში, ზემოსვანურში – ობიექტურისაშიც). ექსკლუზივის ფორმა I და III პირს აერთიანებს (II პირი გამოირიცხება), ინკლუზივისა კი – I და II პირს (III პირი კი შეიძლება ერთიანდებოდეს, შეიძლება – არა). სუბიექტის ექსკლუზივი: ხUuuu.JPG-AAA XAZIANI.PNGსყიდ „ვაკეთებთ“, დ-Uuuu.JPG-იგე-დ „ვაქრობთ“, ინკლუზივი: ლ-Aaa.PNGსყი-დ „ვაკეთებთ“, ლჷ-დგე-დ „ვაქრობთ“. ობიექტის ექსკლუზივი: ნ-ისყი „გვიკეთებს“, ნჷ-ტხე „გვაბრუნებს“, ინკლუზივი: გUuuu.JPG-ასყი „გვიკეთებს“, გუ-ტხე „გვაბრუნებს“. ]]

ასპექტი (სრული-უსრული) ზმნისწინთა ქონება-უქონლობით გამოიხატება. არსებობს ზმნისწინთა ორი რიგი: 1. გეზისა და მოქმედების მიმართულების გამომხატველი (ჟი, ჩუ, სგა, ქა), 2. ასპექტისა და ორიენტაციის გამომხატველი (ლაი-, ან-, ად-, ეს).

გვარის მიხედვით ოპოზიციას აქვს სამი წევრი: მოქმედებითი, ვნებითი და საშუალი. მოქმედებითი გვარის გამომხატველი ნიშნებია: ა, AAA XAZIANI.PNG და ხმოვანთა აბლაუტური მონაცვლეობის ერთ-ერთი საფეხური: ა-ხტAaa.PNGUuuu.JPGი „ხატავს“, AAA XAZIANI.PNG-Uuuu.JPGზე „ანთებს, ტიხე „აბრუნებს“, ენებითი გვარისა: ი-. Iii xaziani.PNG (ერთპირიანობის შემთხვევაში): ი-ხტატUuuu.JPGი „იხატება“, Iii xaziani.PNG-შUuuu.JPGი „ინთება", ე-. EEE XAZINI.PNG (ორპირიანობის შემთხვევაში): ხ-ე-ხტAaa.PNGUuuu.JPGი „ეხატება“, ხ-EEE XAZINI.PNG-შUuuu.JPGი „ენთება“ და აბლაუტური მონაცვლეობის ერთ-ერთი საფეხური: ტეხ-ნ-ი ,ბრუნდება”. საშუალი გვარი ნიშნის უქონლობით ხასიათდება: გიჭ „ძლებს“.

ქცევის მიხედვით ოპოზიციის წევრთა გამომხატველი აფიქსებია: საარვისო: ა-, AAA XAZIANI.PNG და 0 (ნული) – ა-სყი „აკეთებს. AAA XAZIANI.PNG-შUuuu.JPGე „ანთებს“, ტიხე „აბრუნებს“: სათავისოსი – ი-, Iii xaziani.PNG-: ი-სყი „იკეთებს“, Iii xaziani.PNG-შUuuu.JPGე „ინთებს“, სათავისოსი: ი-, Iii xaziani.PNG- (როცა ირიბი ობიექტი (1 ან II პირია: მ-ი-სყი „მიკეთებს. ჯ-ი-სყი „გიკეთებს“, მIii xaziani.PNG-შUuuu.JPGე „მინთებს“. ჯ-Iii xaziani.PNG-შUuuu.JPGე „გინთებს“ და ო-, Oo xazit.JPG (როცა ირიბი ობიექტი III პირია): ხ-ო-სყი „უკეთებს“, ხ-Oo xazit.JPGUuuu.JPGე „უნთებს“.

შუალობით კონტაქტს (კაუზატივს) -უნ, -Uuuu.JPGნ, -ნ სუფიქსები გამოხატავს: ხასყ-უნ-ე „აკეთებინებს”. ხამAaa.PNGრ-Uuuu.JPG ნ-ე „ამზადებინებს“, ხაგემ-ხ-ე „აშენებინებს”, უშუალო კონტაქტს (არაკაუზატივს) – აღნიშნულ სუფიქსთა უქონლობა: AAA XAZIANI.PNGსყი „აკეთებს“, ამAaa.PNGრე „ამზადებს“, აგემ „აშენებს“.

გეზი (მიმართული) ჟი, ჩუ, სგა, ქა ზმნისწინებით გამოიხატება. მიუმართავი კი – მათი უქონლობით: ჟი ატAaa.PNGხ „აბრუნდა“, ჩუ ატAaa.PNGხ „ჩაბრუნდა“, სგა ატAaa.PNGხ შებრუნდა, ქა ატAaa.PNGხ „გაბრუნდა“ შდრ. ატAaa.PNGხ (მიუმართავი). სააქეთო ორიენტაციას ან- ზმნისწინი გამოხატავს: ან-ღრი „მოდის“ – საიქეთოს კი – ად-, ეს ზმნისწინები: ეს-ღრი „მიდის“, ად-ლჲე „წაიღო.

თანამედროვე სვანურში გამოიყოფა ზმნის მწკრივთა 4 სერია: I სერია – აწმყო, უწყვეტელი. I კავშირებითი, მყოფადუსრული, მყოფადსრული, პირობით უსრული, პირობითსრული: II სერია – წყვეტილი. II კავშირებითი: III სერია – I თურმეობითი, II თურმეობითი, III კავშირებითი: IV სერია – III თურმეობითი, IV თურმეობითი.

სვანურში, ქართულის მსგავსად, ქვემდებარის ბრუნვებია: სახელობითი, მოთხრობითი, მიცემითი. (გარდამავალი ზმნით გამოხატულ შემასმენელთან) და სახელობითი (გარდაუვალი ზმნით გამოხატულ შემასმენელთან); პირდაპირი დამატების ბრუნვებია სახელობითი და მიცემითი ხოლო ირიბისა – მხოლოდ მიცემითი.

ა. ონიანი


ლიტერატურა

  • ჟღენტი ს. სვანური ენის ფონეტიკის ძირითადი საკითხები, თბ. 1949;
  • მაჭავარიანი გ. ხმოვანთა სისტემის დახასიათებისათვის სვანურში. – „თსუ შრომები“, 1963. ტ. 96;
  • დონდუა კ. ადიღეური ტიპის მოთხრობითი ბრუნვა სვანურში. იხ. მისი: რჩეული შრომები., 1, თბ., 1967;
  • თოფურია ე, სვანური ენა. 1. ზმნა. – იხ. მისი: შრომები. I. თბ. 1967;
  • თოფურია ე. სვანური ენა. – შრომები. II, თბ., 2002;
  • მისივე, სვანური დიალექტები და მათი თავისებურებანი. – იქვრ- მისივე, სვანური სიტყვაწარმოება, – იქვე მისივე: სვანური სინტაქსი. – იქვე; ქალდანი მ. სვანური ენის ფონეტიკა, თბ., I969;
  • შანიძე ა. უმლაუტი სვანურში - თხზულებანი, I. თბ. 1981;
  • ნიკოლაიშვილი მ. ხმოვანთა რედუქციის სტრუქტურული ანალიზი, თბ.,1951;
  • შარაშენიძე თ. სვანური ენა. – „იკეწ“, XII, თბ., 1985;
  • ონიანი ა. სვანური ენა, თბ., 1998;
  • ჭუმბურიძე ზ., მყოფადი ქართველურ ენებში, I986.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები