გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგი - (Global Competitivess rate) – ქვეყნის კონკურენტუნარიანობის დადგენის განზოგადებული მაჩვენებელი, გლობალური ინდიკატორი, ეყრდნობა გლობალური კონკურენტუნარიანობის (Global Competitivess Index - GCI) და ბიზნესის კონკურენტუნარიანობის (Business Competitivess Index - BCI) ინდექსებს. ორ ათეულ წელზე მეტია მას ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანალიტიკური ჯგუფი, რომელიც, გარდა სტატისტიკური მონაცემებისა, ეფუძნება ბიზნესლიდერებსა და წამყვანი კვლევითი ინსტიტუტების გამოკითხვის შედეგებს, აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებს. ანკეტა მოიცავს ბიზნესგარემოზე მოქმედ ფაქტორთა ფართო წრეს, რომელშიც, SWOT ანალიზის საფუძველზე, გათვალისწინებულია ქვეყნის კონკურენტუნარიანობის როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები. გამოკითხვა ხორციელდება ყველა სიდიდის კომპანიის, მათ შორის მცირე კომპანიების (100-დან 20 ათასამდე) გამოკითხვას.MEF-ის მიერ გამოქვეყნებულ 2010-2011 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის მიხედვით 139 ქვეყნიდან პირველ ათეულში ყველაზე კონკურენტუნარიანი სახელმწიფოების რიცხვში შევიდა შემდეგი ქვეყნები: შვეიცარია, შვედეთი, სინგაპური, აშშ, გერმანია, იაპონია, ფინეთი, ნიდერლანდი, დანია, კანადა. შემდეგ მოდის ჰონკონგი, დიდი ბრიტანეთი, ტაივანი, ნორვეგია, საფრანგეთი, ავსტრალია, ყატარი, ავსტრია, ბელგია, ლუქსემბურგი და ა.შ.

პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან ყველაზე წარმატებულია ესტონეთი (33-ე ადგილი). ლიტვას უჭირავს 47-ე ადგილი, აზერბაიჯანს 57-ე, რუსეთს – 63-ე, ლატვიას – 70-ე, ყაზახეთს - 72-ე, უკრაინას - 89-ე ადგილი. გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველოს უკავია 93-ე ადგილი, სომხეთს – 98-ე, ტაჯიკეთს – 116-ე, ხოლო ყირგიზეთს – 121-ე ადგილი. ბოლო ადგილები გაინაწილეს ყველაზე ჩამორჩენილმა განვითარებადმა ქვეყნებმა. 139 ქვეყანას შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ვერ მოხვდნენ ბელარუსი, მოლდოვა, უზბეკეთი, თურქმენეთი. საგულისხმოა, რომ საქართველომ, წინა 2009-2010 წლებთან შედარებით, 2010-2011 წლებში მხოლოდ 3 პოზიციით გაიუმჯობესა მდგომარეობა, მაშინ როდესაც აზერბაიჯანმა – 12 პოზიციით.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები