კონკურენტუნარიანობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონკურენტუნარიანობა - (competitiveness)

  1. საბაზრო ურთიერთობების სუბიექტების, საქონლისა და მომსახურების თვისება კონკურენცია გაუწიოს ბაზარზე ანალოგიური თვისებების მქონე საბაზრო ურთიერთობების სუბიექტებს, საქონელსა და მომსახურებას. ამ თვისების შეფასება მაღალი, საშუალო და დაბალი კონკურენტუნარიანობის განსხვავების საშუალებას იძლევა;
  2. ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინდიკატორი, რომელიც განსაზღვრავს თითოეული ქვეყნის ადგილსა და როლს მსოფლიო ეკონომიკაში. მიუხედავად კონკურენტუნარიანობის ბევრი საერთო ნიშნისა, დიდი სხვაობაა ქვეყანათა კონკურენტუნარიანობის მოდელებს შორის. მაგ., აშშ-მა მსოფლიოში მიაღწია კონკურენტუნარიანობის ზრდის ყველაზე მაღალ ტემპებს ენერგეტიკაში, ტელეკომუნიკაციებში, თვითმფრინავების წარმოებაში და ა.შ. დღეს მსოფლიოში კონკურენტუნარიანობა ერთ-ერთ ძლიერ კონკურენტუნარიან ქვეყნად წარმოდგენილია იაპონია ეკონომიკის ისეთი დარგებით, როგორიცაა ტექნიკა და მანქანათმშენებლობა.

ის გარემოება, რომ XXI საუკუნე აღიარებულია ცოდნისა და ინტელექტუალური კაპიტალის საუკუნედ, მნიშვნელოვნად ცვლის ქვეყნის კონკურენტუნარიანობის საფუძვლებს. იმისათვის, რომ კომპანიები კონკურენტუნარიანები იყვნენ, მათ თავიანთი პროდუქცია უნდა გაყიდონ საერთაშორისო საბაზრო ქსელის მეშვეობით მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის დიდი სათამაშო ველი, რომელსაც კონკურენტუნარიანი ქვეყანა აყალიბებს თავისი ინდუსტრიისთვის. უახლოეს წარსულში ქვეყნის კონკურენტუნარიანობას განსაზღვრავდნენ ისეთი პარამეტრებით, როგორიცაა ბიუჯეტის დეფიციტი, პროცენტის განაკვეთი, ვალუტის კურსის სიმყარე, ბუნებრივი სიმდიდრეები, იაფი სამუშაო ძალა, მენეჯმენტის განსხვავებული პრაქტიკა და ა.შ. მაგრამ საერთაშორისო პრაქტიკა არ ადასტურებს ამ მოსაზრებათა ჭეშმარიტებას. მაგ., რით შეიძლება აიხსნას ისეთი ქვეყნების (იაპონია, სამხრეთი კორეა...) წარმატება, რომლებიც ბუნებრივი რესურსების მწვავე დეფიციტს განიცდიან, ან ბუნებრივი რესურსებით მდიდარი აფრიკის უმეტესი ქვეყნების წარუმატებლობა.

კონკურენტუნარიანობა იქმნება არა გარე, არამედ შიდა ბაზრებზე. დღეს კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად კომპანიები ნერგავენ ახალ ტექნოლოგიებს, აფუძნებენ ახალ სტრატეგიებს, ინვესტიციებს დებენ ახალი უნარ-ჩვევების ათვისებასა და ცოდნის განახლებაში. იმისთვის, რომ ქვეყანა კონკურენტუნარიანი პარტნიორი გახდეს, მან უნდა შექმნას ახალი ინოვაციური სისტემა. დღეს მსოფლიოში ძალზე პოპულარულია შემდეგი მოწოდება: «დღევანდელი ინოვაციებით მოაძველეთ თქვენი გუშინდელი პროდუქცია».


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები