იაპონია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იაპონიის დროშა

იაპონია - (Japan - იაპონიის სახელმწიფო), სახელმწიფო აღმოსავლეთ აზიაში, წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, კუნძულებზე: ჰოკაიდო, ჰონსიუ, კიუსიუ, არქიპელაგი რიუკიუ და სხვა (სულ დაახლოებით 4 ათ. კუნძული). მატერიკისგან გამოყოფილია იაპონიის და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვებით.

ფართობი - 372,8 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 127,3 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა - იაპონური.

დედაქალაქი - ქ. ტოკიო.

ადმინისტრაციულად იყოფა 47 პრეფექტურად. იაპონიაში კონსტიტუციური მონარქიაა. სახელმწიფოს მეთაურია იმპერატორი, რომელიც წარმოადგენს „სახელმწიფოსა და ხალხის ერთიანობის სიმბოლოს“.საკანონმდებლო ორგანოა ორპალატიანი პარლამენტი (მრჩეველთა და წარმომადგენელთა პალატა), აღმასრულებელი ორგანო – მთავრობა (მინისტრთა კაბინეტი).

ეკონომიკა - იაპონია განვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა. აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილი უკავია მსოფლიოში ეკონომიკური სიმძლავრის მიხედვით, კაპიტალის უმსხვილესი კრედიტორი და ექსპორტიორია. განვითარებულია: მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, ქიმიური, მსუბუქი, ხის დამამუშავებელი მრეწველობა. სწრაფად ვითარდება მრეწველობის ახალი და უახლესი დარგები: კავშირგაბმულობა, ინფორმატიკა, ბიოტექნოლოგია, რადიოელექტრონიკა; აგრეთვე - ელექტროხელსაწყოების, გემების (მსოფლიო წარმოების 52%) და ავტომობილების (მსოფლიო წარმოების 30%) წარმოება. განვითარებულია სოფლის მეურნეობა. უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ქვეყანას 70%-ით. თევზჭერისა და ზღვის პროდუქტების მოპოვებით იაპონიის მსოფლიოში პირველი ადგილი უჭირავს. მისი ეკონომიკა დამოკიდებულია ნედლეულისა და სათბობის იმპორტზე.

სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალი საშუალებას იძლევა აწარმოოს შეიარაღების თითქმის ყველა სახის სისტემა. კონსტიტუციის შესაბამისი ე.წ. „ნებაყოფლობითი” შეზღუდვის შესაბამისად, იაპონია არ აწარმოებს სარაკეტო-ბირთვულ და სხვა სტრატეგიულ შეიარაღებას.

ძირითადი საზღვაო პორტებია: კობე, ტიბა, ნაგოია, იოკოჰამა, კავასაკი, ტომაკომაი, საკაი, ტოკიო, ოსაკა.

საერთაშორისო აეროპორტებია: ნარიტა (ტოკიო), კონსაი (ოსაკა), იტაძუკი (ფუკუოკა), ტიტოსე (საპორო), ნიიგატა, ნაჰა, ნაგასაკი.

შეიარაღებული ძალები (თავდაცვის ძალები) საერთო რაოდენობით 230 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 138,4 ათ., სამხედრო-საზღვაო 42,8 ათ. და სამხედრო-საჰაერო ძალები 48,8 ათ. უმაღლესი მთავარსარდალი - პრემიერ-მინისტრი. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები