შეიარაღებული ძალები
შეიარაღებული ძალები – სახელმწიფოს ან სახელმწიფოების ჯგუფის შეიარაღებული ორგანიზაცია. XX საუკუნემდე შედგებოდა სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტისაგან.
თანამედროვე შეიარაღებული ძალები ბევრ სახელმწიფოში შედგება შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სახეობის, ჯარების გვარეობების, მართვის უმაღლესი და ლოგისტიკის ორგანოებისაგან.
ცალკეულ სახელმწიფოებში შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შეჰყავთ აგრეთვე ეროვნული უსაფრთხოების (აშშ), სამხედრო ჟანდარმერიის (საფრანგეთი), ეროვნული გვარდიის (ჩინეთი) ჯარები და სხვა. მისი დანიშნულება განისაზღვრება მშენებლობის, პირადი შემადგენლობის სწავლების და აღზრდის პრინციპების სახელმწიფოს სამხედრო დოქტრინით, ქვეყნის ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური შესაძლებლობებით, სამხედრო-გეოგრაფიული მდებარეობის თავისებურებებით და სხვა.