ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წიგნში განხილულია ტერმინები და მათი განმარტებები, რომლებიც მიეკუთვნება სამხედრო დარგის ისეთ მიმართულებებს როგორებიცაა:
- სამხედრო თეორიის საერთო საფუძვლები – საერთო თეორიული მიმართულება, რომელიც სამხედრო დარგის მოვლენებისა და პროცესების სტრუქტურულ და სისტემურ კატეგორიებს ასახავს;
- სამხედრო ხელოვნება – სტრატეგიის, ოპერატიული ხელოვნების და ტაქტიკის ტერმინები და მათი განმარტებები;
- შეიარაღებული ძალების მშენებლობა; სამხედრო აღზრდა და სწავლება; შეიარაღება და მისი გამოყენება; შეიარაღებული ძალების მართვა; სამხედრო ეკონომიკა; შეიარაღებული ძალების სახეობები; სამხედრო ისტორია.
- საზოგადოებრივი, საბუნებისმეტყველო და ტექნიკის დარგები და მათი სამხედრო გამოყენება.
- სხვა საკითხები, მათ შორის ბალისტიკა და სამხედრო თანამედროვე ტექნოლოგიები.
- საქართველოში და საზღვარგარეთ მოღვაწე მხედართმთავრები, სამხედრო მოღვაწეები და სამხედრო მეცნიერები.
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი საინტერესოა სამხედრო პოლიტიკური მოღვაწეებისთვის, შეიარაღებულ და სხვა სამხედრო ძალებში მომსახურე პერსონალისთვის, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში მომუშავე სპეციალისტებისთვის, სამხედრო მეცნიერებისთვის, დიპლომატიური კორპუსისთვის, სამხედრო დარგით დაინტერესებული სამხედრო და სამოქალაქო სპეციალისტებისთვის, სამხედრო აკადემიის კურსანტებისთვის, მსმენელებისთვის, უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ზოგადად დაინტერესებული მკითხველისათვის.