ჯარების გვარეობა
ჯარების (ძალების) გვარეობა - შეიარაღებული ძალების სახეობის შემადგენელი ნაწილი. მოიცავს სამხედრო ფორმირებებს, რომლებსაც აქვთ მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ძირითადი შეიარაღება, სამხედრო ტექნიკა და მათი საბრძოლო გამოყენების ხერხები.
მთელი რიგი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში ჯარების გვარეობას განეკუთვნება:
სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებში - სტაციონარული და მობილური ბაზირების ჯარები, საჰაერო-კოსმოსური ჯარები;
სახმელეთო ჯარებში - ქვეითი, სატანკო ჯარები, სარაკეტო ჯარები და სახმელეთო ჯარების არტილერია, სახმელეთო ჯარების ავიაცია (საჰაერო-სადესანტო ჯარები დამოუკიდებელი ჯარის გვარეობად არის გამოყოფილი);
სამხედრო-საჰაერო ძალებში (ავიაციის გვარეობა) - ბომბდამშენი, გამანადგურებელ-ბომბდამშენი, მოიერიშე, გამანადგურებელი, სადაზვერვო, სამხედრო-სატრანსპორტო ავიაცია, აგრეთვე საჰაერო, საზენიტო-სარაკეტო, რადიოტექნიკური ჯარები;
სამხედრო-საზღვაო ძალებში - წყალზედა, წყალქვეშა ძალები, საზღვაო ავიაცია, აგრეთვე სანაპირო ჯარები.
ბრძოლასა და ოპერაციაში ჯარების (ძალების) გვარეობებს იყენებენ, როგორც წესი, ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთქმედებით.