სარაკეტო ჯარები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სარაკეტო ჯარები - იმ სამხედრო ფორმირებების კრებითი სახელწოდება, რომელთა შეიარაღების საფუძველს შეადგენს სხვადასხვა დანიშნულების სარაკეტო იარაღი.
სარაკეტო ჯარების პირველსახე იყო სარაკეტო ქვედანაყოფები, რომლებიც ცალკეული ქვეყნების არმიებში არსებობდა XVIII-XIX საუკუნეებში. ზოგ ქვეყანაში XIX საუკუნეში იყო დროებითი და მუდმივი სარაკეტო ქვედანაყოფები – სახმელეთო ჯარების და სამხედრო-საზღვაო ძალების არტილერიის შემადგენლობაში შემავალი ასეულები და ბატარეები.
სარაკეტო ჯარების შექმნას წინ უძღოდა რეაქტიული არტილერიის გაჩენა. მთელი რიგი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში სარაკეტო ჯარებს განეკუთვნება: სტრატეგიული დანიშნულების, ტაქტიკური და ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო ჯარები, საზენიტო-სარაკეტო ჯარები და სანაპირო სარაკეტო-საარტილერიო ჯარები.