ბატარეა
ბატარეა - (ფრანგული battre - დარტყმა), ძირითადი საცეცხლე (დამრტყმელი) ტაქტიკური ქვედანაყოფი არტილერიაში, სარაკეტო, საზენიტო-სარაკეტო და სხვა ჯარებში. იგი შეესაბამება სამხედრო ძალების სხვა სახეობების ასეულს ან მსგავს ქვედანაყოფებს. მართვის და საბრძოლო უზრუნველყოფის სპეციალური ქვედანაყოფი.
ბატარეა შეიძლება იყოს:
- სასტარტო (სარაკეტო ჯარებში);
- საარტილერიო;
- საზენიტო-სარაკეტო;
- მართვის;
- საბრძოლო უზრუნველყოფის;
- ტექნიკური.
ბატარეა შედის საარტილერიო (სარაკეტო) დივიზიონის, პოლკის შემადგენელობაში ან არის ცალკეული.
თავდაპირველად ტერმინი „ბატარეა“ ნიშნავდა პოზიციაზე საარტილერიო ქვემეხების თავმოყრას. XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან მრავალ ქვეყანაში უწოდებდნენ არტილერიის საშტატო საცეცხლე და ადმინისტრაციულ ერთეულს. თანამედროვე არმიებში ბატარეა შედგება 2-3 საცეცხლე ოცეულისაგან (1-2 სასტარტო ათეულისაგან) და მართვის ოცეულისაგან (ათეულისაგან). საარტილერიო ბატარეას აქვს 4-9 ქვემეხი, ხოლო სასტარტოს 1-2 სარაკეტო კომპლექსი.