ესტონეთი
ესტონეთი - (Eesti - ესტონეთის რესპუბლიკა), სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპის ჩრდილოდასავლეთ ნაწილში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე.
ფართობი - 45,2 ათ. კმ2.
მოსახლეობა - 1,34 მლნ. კაცი (2012). მათ შორის 65% ესტონელები 30% - რუსები, 2,5% - უკრაინელები, 1,5% - ბელორუსები, 1% - ფინელები.
ოფიციალური ენა – ესტონური.
დედაქალაქი - ქ. ტალინი.
ადმინისტრაციულად იყოფა 11 მხარედ (უეზდი).
სახელმწიფოს ხელმძღვანელია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – რიიგიკოგუ (ერთპალატიანი პარლამენტი). აღმასრულებელი ორგანო – მთავრობა.
ესტონეთი ნატოს წევრი ქვეყანაა. თანამედროვე ესტონეთი გამოვიდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან და 1991 წლის 6 სექტემბერს გამოაცხადა დამოუკიდებლობა.
ესტონეთი ინდუსტრიალურ-აგრარული ქვეყანაა. აწარმოებს საწვავი ფიქლების მოპოვებას და დამუშავებას. განვითარებულია მანქანათმშენებლობა, ელექტრო-რადიოტექნიკური ხელსაწყოების წარმოება, გემების რემონტი, ქიმიური, ხე-ტყის დამამუშავებელი, ქაღალდის, საკვების წარმოება.
სოფლის მეურნეობის საფუძველია მეცხოველეობა.
მთავარი საზღვაო პორტებია: ტალინი, კუნდა, პიარნუ.
საერთაშორისო აეროპორტი - ტალინი.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 5,4 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 4,2 ათ., სამხედრო-საზღვაო 0,8 ათ. და სამხედრო-საჰაერო ძალები 0,24 ათ., რეზერვი 16 ათ. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხდება გაწვევით.