ბელარუსი
ბელარუსი - (ბელარუსის რესპუბლიკა), სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში. დასავლეთით ესაზღვრება პოლონეთი, ჩრდილო-დასავლეთით - ლიტვა, ჩრდილოეთით - ლატვია, ჩრდილოეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთით და ღმოსავლეთით - რუსეთი, სამხრეთით - უკრაინა. არ აქვს ზღვაზე გასასვლელი.
ფართობი – 207,6 ათ. კმ2.
მოსახლეობა – 9,70 მლნ. კაცი (2012), 80% - ბელარუსები, 13% - რუსები, 4% - პოლონელები.
ოფიციალური ენა - ბელორუსული, რუსულ ენას მინიჭებული აქვს ბელორუსულთან თანაბარი სტატუსი.
დედაქალაქი - ქ. მინსკი.
ადმინისტრაციულად იყოფა 6 ოლქად.
სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო - ეროვნული კრება (ორპალატიანი პარლამენტი).
1990 წლის 27 ივლისიდან ბელარუსის უზენაესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ.
ბელარუსი ინდუსტიულ-აგრარული ქვეყანაა. მრეწველობის წამყვანი დარგებია: მანქანათმშენებლობა, (ტრაქტორმშენებლობა, ჩარხმშენებლობა, სოფლის მეურნეობის მანქანათმშენებლობა, ზუსტი ხელსაწყომშენებლობა და სხვა), ქიმიური, ნავთობქიმიური, მსუბუქი და კვების პროდუქტების მრეწველობა, ბამბეულის წარმოება.
სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია - მეცხოველეობა, კარტოფილის, ხორბლის, შაქრის ჭარხლის, ბოსტნეულის მოყვანა.
საერთაშორისო აეროპორტი - მინსკი-2.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 60 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები - 29,6 ათ., სამხედრო-საჰაერო - 18,1 ათ., სასაზღვრო და შინაგანი ჯარები. დაკომპლექტება ხორციელდება შერეული პრინციპით.