ლიეტუვა
ლიეტუვა (Lithuania – ლიეტუვას რესპუბლიკა) – სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე.
ფართობი – 65,2 ათ. კმ2.
მოსახლეობა – 3,2 მლნ. კაცი (2012), აქედან 80% – ლიტველები, ასევე რუსები, პოლონელები და სხვა.
ოფიციალური ენა – ლიტვური.
დედაქალაქი – ქ. ვილნიუსი.
ადმინისტრაციულად იყოფა 10 ოლქად.
სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – სეიმი (ერთპალატიანი პარლამენტი), აღმასრულებელი – პრეზიდენტი და მთავრობა.
ლიტვა გამოვიდა სსრ კავშირიდან, დამოუკიდებლობა გამოაცხადდა 1991 წლის 7 სექტემბერს. ლიტვა ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა.
სარჩევი |
მრეწველობა
მრეწველობის წამყვანი დარგებია:მანქანათმშენებლობა, ლითონდამუშავება, ქიმიური, ნავთობგადასამუშავებელი, მსუბუქი, კვების პროდუქტების წარმოება. სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგია მეცხოველეობა.
საზღვაო პორტები
საზღვაო პორტია: კლაიპედა, სამდინარო – კაუნასი.
საერთაშორისო აეროპორტი
საერთაშორისო აეროპორტია ვილნიუსი.
შეიარაღებული ძალები
ლიტვა 2009 წლიდან ნატოს წევრი ქვეყანაა.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 9,7 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 8,2 ათ., სამხედრო-საჰაერო 1 ათ და სამხედრო-საზღვაო 500 კაცი. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.