ყირგიზეთი
ყირგიზეთი (Kyrgyzstan - ყირგიზეთის რესპუბლიკა) – სახელმწიფო შუა აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვაზე გასასვლელის გარეშე.
ფართობი – 199,9 ათ. კმ2.
მოსახლეობა – 5,4 მლნ. კაცი (2012), მათ შორის 60% ყირგიზი.
ოფიციალური ენა – ყირგიზული.
დედაქალაქი – ქ. ბიშკეკი.
ადმინისტრაციულად იყოფა 6 მხარედ.
სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანოა ორპალატიანი პარლამენტი, აღმასრულებელი – მთავრობა.
თანამედროვე ყირგიზეთმა, რომელიც შედიოდა სსრ კავშირში, დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წლის 15 დეკემბერს. დსთ-ის წევრი ქვეყანა. ყირგიზეთი აგრარულ-ინდუსტრიული ქვეყანაა.
მრეწველობის მოწინავე დარგებია: სამთომოპოვებითი, ჰიდროენერგეტიკა, ფერადი და შავი მეტალურგია, ბამბა, მეცხოველეობა.
საერთაშორისო აეროპორტი – ბიშკეკი.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 10,9 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 8,5 ათ. და სამხედრო-საჰაერო 2,4 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება შერეული ფორმით (გაწვევით და დაქირავებით).