აზერბაიჯანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აზერბაიჯანის დროშა

აზერბაიჯანი – (Azərbaycan Respublikasi – აზერბაიჯანის რესპუბლიკა). სახელმწიფო ამიერკავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში. საქართველოს მეზობელი აღმოსავლეთით. აზერბაიჯანს აღმოსავლეთით ესაზღვრება კასპიის ზღვა.

ფართობი - 86,6 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 9,2 მლნ. კაცი (2012), დაახლოებით 85% აზერბაიჯანელები, დანარჩენი დაღესტნური ეთნიკური ჯგუფები, რუსები, თათრები და სხვა.

ოფიციალური ენა – აზერბაიჯანული.

დედაქალაქი – ქ. ბაქო.

ადმინისტრაცი დაყოფა 9 რაიონი, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა.

აზერბაიჯანის პარლამენტმა 1991 წელს გააუქმა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის სტატუსი.

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – მილი მეჯლისი (ერთპალატიანი პარლამენტი). აღმასრულებელი – მინისტრთა კაბინეტი (მთავრობა).

სსრ კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლის შემდეგ, 1991 წლის 30 აგვისტოს, გამოცხადდა თანამედროვე აზერბაიჯანის რესპუბლიკა.

აზერბაიჯანი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს ნავთობმოპოვება და ნავთობგადამუშავება. განვითარებულია ქიმიური,ნავთობ-ქიმიური, მანქანათმშენებლობის, მეტალურგიული, მსუბუქი და კვების მრეწველობა. სოფლის მეურნეობა სპეციალიზებული სუბტროპიკული მცენარეების მოყვანასა და მეცხოველეობაზე.

რკინიგზის ქსელის სიგრძე – 2,1 ათასი კმ. სამანქანო გზების – 27,3 კმ., აქედან 25,8 ათასი კმ. მყარი საფრით.

საზღვაო პორტებია: ბაქო, აფშერონი. საერთაშორისო აეროპორტი – ბაქო.


შეიარაღებული ძალები შეიცავს სახმელეთო ჯარებს, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალებს. საერთო რაოდენობა – 128 ათ. კაცი (2012).

სახმელეთო ჯარები 85 ათ., შეიარაღებაში აქვთ 700-მდე ტანკი, 1100-მდე საბრძოლო დაჯავშნული მანქანა, 700-ზე მეტი ქვემეხი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და ნაღმსატყორცნი.

სამხედრო-საჰაერო ძალებს – 15 ათ. კაცი, შეირაღებაში აქვს 185 საბრძოლო თვითმფრინავი, 115-მდე საბრძოლო ვერტმფრენი, 70 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი. სამხედრო-საჰაერო ბაზები განლაგებულია: განჯაში, დალიარში, სიტალგაიში.

სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაშია 3,5 ათ. კაცი, 40-მდე საბრძოლო ხომალდი და კატარღა. სამხედრო-საზღვაო ბაზა – ბაქო. დაკომპლექტება ხორციელდება შერეული მეთოდით.

რეზერვი 300 ათ. კაცი. გასამხედროებული ფორმირებაა სასაზღვრო ჯარები 7 ათ., შინაგანი ჯარი – 15 ათ., ეროვნული გვარდია 2,5 ათ. კაცი.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები