ტანკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტანკი - (ინგლისური tank - ცისტერნა, ავზი), მთლიანად დაჯავშნული მუხლუხიანი, მაღალი გამავლობის საბრძოლო მანქანა. აქვს მბრუნავ კოშკურაში ჩამონტაჟებული მძლავრი ზარბაზანი, რომლის ძირითადი დანიშნულებაა სროლა პირდაპირი დამიზნებით.

თანამედროვე ტანკების მასა არის 46-62 ტ, შუბლის ჯავშნის სისქე 500-600 მმ, მაქსიმალური სიჩქარე 60-70 კმ/სთ-ში.

ტანკს ძირითადი ელემენტებია: კორპუსი კოშკურით, ძრავა 1500 ცხენის ძალამდე, ტრანსმისია, სავალი ნაწილი, კავშირგაბმულობის საშუალებები, რომელთაც აქვთ მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვის სისტემა, მოწყობილობა წყალქვეშ ტარებისთვის, საზენიტო საშუალებები და სხვა.

პირველი ტანკები შეიქმნა დიდ ბრიტანეთში და საფრანგეთში 1916 წელს. იყენებდნენ I მსოფლიო ომში. მასობრივი გამოყენება პოვა II მსოფლიო ომში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები