ავზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ავზი – განსაზღვრული მოცულობის, დანიშნულებისა და სხვადასხვა ფორმის ჭურჭელი. ავზის მრავალი სახეობა არსებობს: ასაღები, აქტიური ზონის, ბენზინის, ზეთის, მათანაბრებელი, მანაწილებელი, მაწონასწორებელი, მკვებავი, ნავთის, პარაფინის, რეაქტორის, სადაწნეო, სადოზირებელი, სათბობის, სალექი, სარეზერვო, სარწყავი, საწრთობი, სახარში, წნევის, წყალსადაწნეო, წყალსატევი, წყალჩასასხმელი, წყალ-ჰაერის, წყლისა და სხვ.