იარაღი (იურიდიული)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იარაღი - მოქალაქეთა ინდივიდუალურ სარგებლობაში არსებული იარაღის სხვადასხვა სახეობები. იყოფა სამსახურებრივად და სამოქალაქოდ.

სარჩევი

სამსახურებრივი იარაღი

სამსახურებრივი იარაღი (ჩვეულებრივ, ცეცხლსასროლი) განკუთვნილია ბუნებისა და მისი რესურსების, სახელმწიფო და კერძო საკუთრების, ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად.

საბრძოლო იარაღისაგან განსხვავებით სამსახურებრივს აქვს შეზღუდვები სროლის სიშორის, დამაზიანებელი მოქმედების კალიბრის (არა უმეტეს 25 მმ) მიხედვით.

სამოქალაქო იარაღი

სამოქალაქო იარაღი არის თვითდაცვის (აირის პისტოლეტები, რევოლვერები, მექანიკური საფრქვეველები და აეროზოლური მოწყობილობები, რომლებიც აღჭურვილია მცირე ხარისხის დაზიანების გამომწვევი ცრემლსადენი გამაღიზიანებელი ნივთიერებებით);

სპორტული და სამონადირეო იარაღი

სპორტული და სამონადირეო, (კუთხვილიანი და გლუვლულიანი სასროლი, ცივი და სატყორცნი იარაღი) და საკოლექციო.

იარაღის შეძენის, ტარების შენახვისა და გამოყენების წესი განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები