ნორვეგია
ნორვეგია - (Norge – ნორვეგიის სამეფო), სახელმწიფო ჩრდილოეთ ევროპაში, სკანდინავიის ნახევარკუნძულის დასავლეთ და უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში. ესაზღვრება ატლანტის ოკეანე ნორვეგიის ზღვით.
ფართობი - 387 ათ. კმ2.
მოსახლეობა - 4,9 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – ნორვეგიული.
დედაქალაქი - ქ. ოსლო.
ადმინისტრაციულად იყოფა 20 ფიულკედ (ოლქი). ნორვეგიაში კონსტიტუციური მონარქიაა. სახელმწიფოს მეთაური - მეფე. საკანონმდებლო ორგანო – სტორტინგი (ორპალატიანი პარლამენტი). აღმასრულებელი ძალაუფლება აქვს მეფეს, რომელიც ნიშნავს სახელმწიფო საბჭოს (მთავრობას). დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1905 წლიდან ნორვეგია ნატოს წევრი ქვეყანაა.
განვითარებულია ინდუსტრიულ-აგრარული მრეწველობის დარგები: ნავთობმოპოვება, ნავთობქიმიური, ელექტრო-მეტალურგიული, ელექტროქიმიური, მანქანათმშენებლობა, ცელულოზა-ქაღალდის დამუშავება, თევზჭერა. სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგებია მეცხოველეობა და მარცვლეული კულტურები.
მსხვილი საზღვაო პორტებია: ნარვიკი, ბერგენი, ოსლო, ტრონჰეიმი.
საერთაშორისო აეროპორტებია: ოსლო, ბერგენი, სტავანგერი.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 32,7 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 15,8 ათ., სამხედრო-საჰაერო 7,9 ათ. და სამხედრო-საზღვაო 9 ათ., რეზერვი – 235 ათ. კაცი. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.