ბელგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დროშა

ბელგია - (Koninkrijk van Belgie - ბელგიის სამეფო), სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში. სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება საფრანგეთი, ჩრდილოეთით - ნიდერლანდი, აღმოსავლეთით - გერმანია და ლუქსემბურგი, ჩრდილო-დასავლეთით აკრავს ჩრდილოეთის ზღვა.

ფართობი – 30,5 ათ. კმ2.

მოსახლეობა – 10,6 მლნ. კაცი (2012). 50% - ფლამანდიელები, 35% -ვალონელები.

ოფიციალური ენა - ფრანგული, ფლამანდური.

დედაქალაქი - ქ. ბრიუსელი

ადმინისტრაციულად იყოფა 9 პროვინციად.

ბელგია კონსტიტუციური მონარქიაა. სახელმწიფოს მეთაურია მეფე. საკანონმდებლო უფლებამოსილება ეკუთვნის მეფეს და ორპალატიან პარლამენტს, აღმასრულებელი - მთავრობას.

ბელგია დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1830 წლიდან.

ბელგია ნატოს წევრი ქვეყანაა. მის ტერიტორიაზე განლაგებულია ნატოს პოლიტიკური და უმაღლესი სამხედრო ორგანოები.

ბელგია განვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა.

სამხედრო მრეწველობა აწარმოებს თვითმფრინავებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებს და ჯავშანტრანსპორტიორებს, საარტილერიო და ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალებს, სანაღმე და ელექტროაღჭურვილობას.

უმსხვილესი საზღვაო პორტებია: ანტვერპენი, ბრიუგე, გენტი.

საერთაშორისო აეროპორტი - ბრიუსელი.

შეიარაღებული ძალების საერთო შემადგენლობა - 37,8 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარების - 26,8 ათ., სამხედრო-საჰაერო - 8,5 ათ. და სამხედრო-საზღვაო - 2,5 ათ. 2010 წლის 1 იანვრიდან დაკომპლექტება ხორციელდება ნებაყოფლობითი გაწვევით.





წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები