უმიკაშვილი პეტრე
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 22: | ხაზი 22: | ||
[[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]] | [[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]] | ||
[[კატეგორია: ქართველი პუბლიცისტები]] | [[კატეგორია: ქართველი პუბლიცისტები]] | ||
+ | [[კატეგორია: ქართველი დრამატურგები]] | ||
[[კატეგორია: ქართველი საზოგადო მოღვაწეები]] | [[კატეგორია: ქართველი საზოგადო მოღვაწეები]] | ||
[[კატეგორია: ქართველი თეატრალური მოღვაწეები]] | [[კატეგორია: ქართველი თეატრალური მოღვაწეები]] | ||
[[კატეგორია: ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების შემკრებლები]] | [[კატეგორია: ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების შემკრებლები]] | ||
+ | [[კატეგორია: მეორე დასის წევრები]] | ||
+ | [[კატეგორია:თერგდალეულები]] | ||
[[კატეგორია: უმიკაშვილები]] | [[კატეგორია: უმიკაშვილები]] |
მიმდინარე ცვლილება 14:03, 18 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით
უმიკაშვილი პეტრე – (ფსევდონიმები: „ანჩისხატელი“, „ანჩისხატისუბნეილი“, „მ. პეტრიძე“, „პ-ძე“, „პ. უ.“) (1838-1904) — ლიტერატორი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, თეატრალი, საზოგადო მოღვაწე, თერგდალეულთა მოდასე.
სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ — პეტერბურგის უნივერსიტეტში (1864-67). დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული წიგნის პოპულარიზაციაში (მისი ინიციატივით დაიწყო ქართულ წიგნთა გაზავნა ევროპის ქვეყნების ბიბლიოთეკებში), ქართული თეატრის აღდგენა-განვითარების საქმეში. ერთხანს მუშაობდა კიდეც ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის მდივნად. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1860 წ. კარამზინის თხზულების „მწერალს რა ეჭირვებას“ თარგმანით. შემდეგ მისი პუბლიცისტური წერილები, ფელეტონები, ნარკვევები, „საშინაო მიმოხილვები“ ქვეყნდებოდა „ცისკარში“, „დროებაში“, „ივერიაში“, „მოამბეში“, „ცნობის ფურცელში“, „კვალსა“ და „ჯეჯილში“. ჰქონდა ორიგინალური („ჯოჯოხეთში“, „მიანი“, „ბენეფისის წინ“, „ალერსთა ბადე“, „დამარცხებული“, „სამზადისი“) და ნათარგმნი პიესები. 1864 წ. შეადგინა ანბანი და საკითხავი წიგნი სახალხო სკოლებისათვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი დამსახურება ხალხური სიტყვიერების შეგროვება-გამოქვეყნებისა და ქართველი მწერლების თხზულებათა გამოცემის საქმეში (1875 წ. ცალკე წიგნად გამოსცა ნ. ბარათაშვილის ლექსები, მისი თაოსნობით დაიბეჭდა დ. გურამიშვილის ნაწერები, ს. ს. ორბელიანის იგავ-არაკები, ვ. ორბელიანის, გ. ორბელიანის, ა. ჭავჭავაძის, ი. ჭავჭავაძის ლექსები, „ვისრამიანი“, ვახტანგ მეექვსის „დასტურლამალი“; ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებში: „ერეკლე“, „ეთერიანი, „ბეჟანიანი“, „ქალ-ვაჟიანი“, „სოლოღას ლექსი“, „არსენას ლექსი“).
პ. უმიკაშვილმა თარგმნა „ლაზარილიო ტორმოსელის ცხოვრება“ (1899, გამოიცა 1933, 1959 წწ.), მაინ რიდის „ტყის შვილები“ (დაუმთავრებელია), მოლიერის „მიზანტროპი“ და ზოგიერთი სხვა ნაწარმოები.
[რედაქტირება] თხზულებები
ხალხური სიტყვიერება 4 ტომად, 1964.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ა. ხახანაშვილი, ქართული სიტყვიერების ისტორია (მეცხრამეტე საუკუნე), 1917;
- მ. ზანდუკელი, ახალი ქართული ლიტერატურა, II, 1962;
- ა. კალანდაძე, ნარკვევები ქართული ჟურნალისტიკის ისტორიიდან. 1965;
- ზ. მებზევიშვილი. პეტრე უმიკაშვილი, პუბლიცისტი და კრიტიკოსი, 1967.