ჯეჯილი (ჟურნალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟურნალი „ჯეჯილი"

ჯეჯილი – ილუსტრირებული საბავშვო ჟურნალი. გამოდიოდა 1890- 1923 წწ. თბილისში. რედაქტორ-გამომცემელი – ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა (1922 წლიდან – განსახკომის სოცაღზრდის მთავარმმართველობა). პირველ ხუთ წელიწადს გამოდიოდა ორ თვეში ერთხელ, შემდეგ – ყოველთვიურად. ჟურნალში თანამშრომლობდნენ: ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, რ. ერისთავი, ი. გოგებაშვილი, ე. გაბაშვილი, შ. მღვიმელი… იბეჭდებოდა აგრეთვე რუს და ევროპელ ავტორთა საუკეთესო ნაწარმოებები, ფართო ადგილი ეთმობოდა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს. „ჯეჯილი“ შედგებოდა მცირეწლოვანთა და მოზრდილთა განყოფილებებისგან. ჟურნალი იღვწოდა ბავშვთა მრავალმხრივი და ჰარმონიული განვითარებისთვის, აღვივებდა მათში სამშობლოს ღრმა და უანგარო სიყვარულს, სამართლიანობის, კაცთმოყვარეობის, პატიოსნების, გულადობის სულისკვეთებას. უმთავრესი ადგილი ჟურნალში ეჭირა მხატვრულ ნაწარმოებებს, რომლებშიც მისაბაძი პერსონაჟები სჭარბობდნენ. თვალსაჩინო ადგილი ეთმობოდა ისტორიულსა და საბუნებისმეტყველო სასიათის წერილებს, დიდი როლი ენიჭებოდა განათლებას. „ჯეჯილმა“ დიდად შეუწყო ხელი მოზარდი თაობის გონებრივ განვითარებას და ესთეტიკურ აღზრდას, ქართული საბავშვო ლიტერატურის წინსვლას.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები