დასტურლამალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დასტურლამალივახტანგ VI თხზულება, XVIII საუკუნუს დასაწყისის თვალსაჩინო ძეგლი, რომელშიც სამეფო კარის მოხელეთა და მოსამსახურეთა ფუნქციებია ჩამოყალიბებული.

დასტურლამალში მოხსენებულია ნაღარახანის მუსიკოსები, დამკვრელ-მომღერალი საზანდრები. ზოგი მათგანი აშუღობას მისდევდა. ძეგლის მიხედვით ირკვევა, რომ მესაზანდრენი ქალაქის გარდა აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებშიც იყვნენ (მაჩუთი, სახუნდრი, ალი, ბოვნა). დამკვრელ-მომღერლებს თავიანთი თაბუნები ანუ გუნდები ჰქონდათ საზანდარბაშის მეთაურობით. თაბუნში მოქალაქეთა გარდა სოფლებიც ერთიანდებოდნენ და საერთო რეპერტუარის დამუშავებაში თანამშრომლობდნენ, ქალაქისა და სოფლის სიტყვიერების სინთეზს ჰქმნიდნენ.

მ. ჩიქოვანი


ლიტერატურა

  • მ. ჩიქოვას, ფოლკლორული ეტიუდები (საქ. სამეფო კარის მგოსნები), პუშკინის სახ. პედ. ინტიტუტის შრ., VI, 1949;
  • კ. კეკელიძე, ქართ. ლიტ. ისტორია, II, 1959;
  • ქართ. ლიტ. ისტორია, II. 1966;
  • ქართული სამართლის ძეგლები, ი. სურგულაძის გამოცემა, 1970.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები