კვალი (გაზეთი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაზეთი „კვალი"

კვალი – ყოველკვირეული ილუსტრირებული გაზეთი გამოდიოდა 1093-1904 წწ. თბილისში. რედაქტორ-გამომცემლები: 1893–1903 ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა, 1903–04 — ნ. ალექსი-მესხიშვილი. ფაქტობრივად 1893—1900 წწ. გაზეთს გიორგი წერეთელი ხელმძღვანელობდა. 1897 წ. ბოლოდან „კვალი“ „მესამე დასის“ ხელში გადავიდა. გაზეთი პოლემიკას აწარმოებდა „ივერიასთან“, ქადაგებდა კლასთა ბრძოლის თეორიას და ცდილობდა მარქსისტული მოძღვრების დაცვას, მაგრამ თანმიმდევრული არ იყო.

თვალსაჩინო ადგილი ეთმობოდა მხატვრულ მასალებს, განსაკუთრებით — პირველ წლებში. გაზეთში დაიბეჭდა ა. წერეთლისბაში-აჩუკი“ და მრავალი ლექსი, ფელეტონი. აქვე გამოქვეყნდა ვაჟა-ფშაველას ლირიკული ნაწარმოებები, ე. ნინოშვილის მოთხრობები, გ. წერეთლის, ე. გაბაშვილის, დუტუ მეგრელის, ბაჩანას, შ. არაგვისპირელის, ი. ევდოშვილის, ვ. ბარნოვის სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები. რედაქცია ბევრს მუშაობდა ახალგაზრდა ლიტერატორთა შემოკრება-დარაზმვისათვის. გაზეთში სისტემატურად იბეჭდებოდა მიმოხილვები და რეცენზიები მხატვრული ლიტერატურის კრებულებსა და ცალკეულ ნაწარმოებებზე. კრიტიკულ წერილებში ჩანს ლიტერატურული მემკვიდრეობის გადაფასების მძლავრი ტენდენცია. მცდარად არის გაგებული და შეფასებული ი. ჭავჭავაძის შემოქმედება.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები