წერეთელი გიორგი (პოეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წერეთელი გიორგი − (1927 − 1997), პოეტი. დაიბადა სოფელ ითხვისში (საჩხერე). ლექსების პირველი წიგნი „ეს ძველი და სხვა ახალი” 1961 წელს გამოსცა. მას ეკუთვნის პოეტური კრებულები: „ლექსები” (1970), „მზეჩაუსვლელი” (1973), „სიმღერა მთის გულიდან” (1979); საბავშვო წიგნები: „დედა გაუხარებია” (1965), „გამოცანები” (1969), „ნამცეცას გმირობა” (1971), „ბაჭია მიდის სკოლაში” (1973), „თოხზე ნაწერი ლექსები” (1982) და სხვა.



წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები