ივერია (გაზეთი და ჟურნალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაზეთი „ივერია"

ივერია — პოლიტიკურ-ლიტერატურული გაზეთი და ჟურნალი. გამოდიოდა 1877-1906 წლებში, 1877-78 და 1906 წწ. — როგორც ყოველკვირეული გაზეთი, 1879 და 1881-85 წწ. — ყოველთვიური ჟურნალი, 1880 წ. - სამთვიური ალმანახი, 1886-1905 წწ. — ყოველდღიური გაზეთი. რედაქტორები: 1877-1901 წწ. ი. ჭავჭავაძე (1880–81 წწ. ი. ჭავჭავაძესთან ერთად ჟურნალს ხელმძღვანელობდა სერგეი მესხი, 1882–83 წწ. — ივანე მაჩაბელი), 1902-03 წწ. — ალექსანდრე სარაჯიშვილი, 1903-05 წწ. — გრიგოლ ყიფშიძე, 1905-06 წწ. — ფილიპე გოგიჩაიშვილი. გამომცემლები: 1877-1902 წწ. — ი. ჭავჭავაძე, 1905-05 წწ. — ა. სარაჯიშვილი, 1905-06 წწ. — პ. თუმანიშვილი.

„ივერია“ სათავეში ედგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას, გმობდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას, იცავდა ქართულ ენასა და მწერლობას, რომელსაც ცხოვრების გაუმჯობესების, ეროვნული გრძნობის გამახვილებისა და ჰუმანური ტენდენციების გასაძლიერებლად იყენებდა. ჟურნალში დაიბეჭდა გ. ორბელიანის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, რ. ერისთავის, ა. ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას და სხვა ცნობილ მწერალთა ნაწარმოებები.

„ივერია“ დიდ ყურადღებას უთმობდა ქართველი ერის წარსულს, იღვწოდა სალიტერატურო ენის სიწმიდისა და მხატვრული ოსტატობის სრულყოფისათვის. ამ ორგანომ დიდად შეუწყო ხელი ქართველი ხალხის გათვითცნობიერებასა და წინსვლას.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები