უმიკაშვილი პეტრე
(ახალი გვერდი: პეტრე უმიკაშვილი '''უმიკაშვილი პეტრე''' (ფსევდ...) |
(→წყარო) |
||
(2 მომხმარებლების 7 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | [[ფაილი:Umikashvili.jpg|thumb|პეტრე უმიკაშვილი]] | + | [[ფაილი:Umikashvili.jpg|thumb|150პქ|პეტრე უმიკაშვილი]] |
− | '''უმიკაშვილი პეტრე''' (ფსევდონიმები: „ანჩისხატელი“, „ანჩისხატისუბნეილი“, „მ. პეტრიძე“, „პ-ძე“, „პ. უ.“) (1838-1904) — ლიტერატორი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, თეატრალი, საზოგადო მოღვაწე, თერგდალეულთა მოდასე. სწავლობდა | + | '''უმიკაშვილი პეტრე''' – (ფსევდონიმები: „ანჩისხატელი“, „ანჩისხატისუბნეილი“, „მ. პეტრიძე“, „პ-ძე“, „პ. უ.“) (1838-1904) — ლიტერატორი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, თეატრალი, საზოგადო მოღვაწე, თერგდალეულთა მოდასე. |
+ | |||
+ | სწავლობდა [[თბილისი]]ს გიმნაზიაში, შემდეგ — პეტერბურგის უნივერსიტეტში (1864-67). დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული წიგნის პოპულარიზაციაში (მისი ინიციატივით დაიწყო ქართულ წიგნთა გაზავნა [[ევროპა|ევროპის]] ქვეყნების [[ბიბლიოთეკა|ბიბლიოთეკებში]]), ქართული [[თეატრი]]ს აღდგენა-განვითარების საქმეში. ერთხანს მუშაობდა კიდეც ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის მდივნად. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1860 წ. კარამზინის თხზულების „მწერალს რა ეჭირვებას“ თარგმანით. შემდეგ მისი პუბლიცისტური წერილები, [[ფელეტონი|ფელეტონები]], ნარკვევები, „საშინაო მიმოხილვები“ ქვეყნდებოდა „[[ცისკარი (ჟურნალი)|ცისკარში]]“, „[[დროება (გაზეთი)|დროებაში]]“, „[[ივერია (გაზეთი და ჟურნალი)|ივერიაში]]“, „[[მოამბე (ჟურნალი)|მოამბეში]]“, „ცნობის ფურცელში“, [[კვალი (გაზეთი)|„კვალსა]]“ და „[[ჯეჯილი (ჟურნალი)|ჯეჯილში]]“. ჰქონდა ორიგინალური („ჯოჯოხეთში“, „მიანი“, „ბენეფისის წინ“, „ალერსთა ბადე“, „დამარცხებული“, „სამზადისი“) და ნათარგმნი [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესები]]. 1864 წ. შეადგინა ანბანი და საკითხავი წიგნი სახალხო სკოლებისათვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი დამსახურება ხალხური სიტყვიერების შეგროვება-გამოქვეყნებისა და ქართველი მწერლების თხზულებათა გამოცემის საქმეში (1875 წ. ცალკე წიგნად გამოსცა [[ბარათაშვილი ნიკოლოზ|ნ. ბარათაშვილის]] ლექსები, მისი თაოსნობით დაიბეჭდა [[გურამიშვილი დავით|დ. გურამიშვილი]]ს ნაწერები, [[ორბელიანი სულხან-საბა|ს. ს. ორბელიანი]]ს [[იგავი|იგავ]]-[[არაკი|არაკები]], [[ორბელიანი ვახტანგ (პოეტი)|ვ. ორბელიანი]]ს, [[ორბელიანი გრიგოლ|გ. ორბელიანი]]ს, [[ჭავჭავაძე ალექსანდრე|ა. ჭავჭავაძის]], [[ჭავჭავაძე ილია|ი. ჭავჭავაძის]] ლექსები, „[[ვისრამიანი]]“, [[ვახტანგ მეექვსე|ვახტანგ მეექვსის]] „[[დასტურლამალი]]“; ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებში: „[[ერეკლე მეორე|ერეკლე]]“, „[[ეთერიანი]], „[[ბეჟანიანი]]“, „[[ქალ-ვაჟიანი]]“, „სოლოღას ლექსი“, „[[არსენას ლექსი]]“). | ||
+ | |||
+ | პ. უმიკაშვილმა თარგმნა „ლაზარილიო ტორმოსელის ცხოვრება“ (1899, გამოიცა 1933, 1959 წწ.), მაინ რიდის „ტყის შვილები“ (დაუმთავრებელია), [[მოლიერი ჟან ბატისტ|მოლიერის]] „[[მიზანთროპი (მოლიერი)|მიზანტროპი]]“ და ზოგიერთი სხვა ნაწარმოები. | ||
+ | |||
− | |||
==თხზულებები== | ==თხზულებები== | ||
ხაზი 15: | ხაზი 19: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
* [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]]. | * [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]]. | ||
− | + | ||
− | + | ||
[[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]] | [[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]] | ||
[[კატეგორია: ქართველი პუბლიცისტები]] | [[კატეგორია: ქართველი პუბლიცისტები]] | ||
+ | [[კატეგორია: ქართველი დრამატურგები]] | ||
[[კატეგორია: ქართველი საზოგადო მოღვაწეები]] | [[კატეგორია: ქართველი საზოგადო მოღვაწეები]] | ||
+ | [[კატეგორია: ქართველი თეატრალური მოღვაწეები]] | ||
+ | [[კატეგორია: ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების შემკრებლები]] | ||
+ | [[კატეგორია: მეორე დასის წევრები]] | ||
+ | [[კატეგორია:თერგდალეულები]] | ||
[[კატეგორია: უმიკაშვილები]] | [[კატეგორია: უმიკაშვილები]] |
მიმდინარე ცვლილება 14:03, 18 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით
უმიკაშვილი პეტრე – (ფსევდონიმები: „ანჩისხატელი“, „ანჩისხატისუბნეილი“, „მ. პეტრიძე“, „პ-ძე“, „პ. უ.“) (1838-1904) — ლიტერატორი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, თეატრალი, საზოგადო მოღვაწე, თერგდალეულთა მოდასე.
სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ — პეტერბურგის უნივერსიტეტში (1864-67). დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული წიგნის პოპულარიზაციაში (მისი ინიციატივით დაიწყო ქართულ წიგნთა გაზავნა ევროპის ქვეყნების ბიბლიოთეკებში), ქართული თეატრის აღდგენა-განვითარების საქმეში. ერთხანს მუშაობდა კიდეც ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის მდივნად. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1860 წ. კარამზინის თხზულების „მწერალს რა ეჭირვებას“ თარგმანით. შემდეგ მისი პუბლიცისტური წერილები, ფელეტონები, ნარკვევები, „საშინაო მიმოხილვები“ ქვეყნდებოდა „ცისკარში“, „დროებაში“, „ივერიაში“, „მოამბეში“, „ცნობის ფურცელში“, „კვალსა“ და „ჯეჯილში“. ჰქონდა ორიგინალური („ჯოჯოხეთში“, „მიანი“, „ბენეფისის წინ“, „ალერსთა ბადე“, „დამარცხებული“, „სამზადისი“) და ნათარგმნი პიესები. 1864 წ. შეადგინა ანბანი და საკითხავი წიგნი სახალხო სკოლებისათვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი დამსახურება ხალხური სიტყვიერების შეგროვება-გამოქვეყნებისა და ქართველი მწერლების თხზულებათა გამოცემის საქმეში (1875 წ. ცალკე წიგნად გამოსცა ნ. ბარათაშვილის ლექსები, მისი თაოსნობით დაიბეჭდა დ. გურამიშვილის ნაწერები, ს. ს. ორბელიანის იგავ-არაკები, ვ. ორბელიანის, გ. ორბელიანის, ა. ჭავჭავაძის, ი. ჭავჭავაძის ლექსები, „ვისრამიანი“, ვახტანგ მეექვსის „დასტურლამალი“; ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებში: „ერეკლე“, „ეთერიანი, „ბეჟანიანი“, „ქალ-ვაჟიანი“, „სოლოღას ლექსი“, „არსენას ლექსი“).
პ. უმიკაშვილმა თარგმნა „ლაზარილიო ტორმოსელის ცხოვრება“ (1899, გამოიცა 1933, 1959 წწ.), მაინ რიდის „ტყის შვილები“ (დაუმთავრებელია), მოლიერის „მიზანტროპი“ და ზოგიერთი სხვა ნაწარმოები.
[რედაქტირება] თხზულებები
ხალხური სიტყვიერება 4 ტომად, 1964.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ა. ხახანაშვილი, ქართული სიტყვიერების ისტორია (მეცხრამეტე საუკუნე), 1917;
- მ. ზანდუკელი, ახალი ქართული ლიტერატურა, II, 1962;
- ა. კალანდაძე, ნარკვევები ქართული ჟურნალისტიკის ისტორიიდან. 1965;
- ზ. მებზევიშვილი. პეტრე უმიკაშვილი, პუბლიცისტი და კრიტიკოსი, 1967.