ჩქამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩქამი − არაპერიოდული რხევით წარმოქმნილი ბგერა, რომელსაც გამოსცემს ერთმანეთთან მიახლოებულ სამეტყველო ორგანოებს შორის ჰაერნაკადის ხახუნი ან ხშვის მომდევნო სკდომა. ტონისაგან განსხვავებით, ჩქამის სიმაღლე არ იზომება, რადგანაც იგი შედეგია არაპერიოდული რხევისა. ჩქამიერია ყველა ყრუ თანხმოვანი (, , , , , , , , , , ). მჟღერ თანხმოვნებში (, , , , , , , ) ტონიც მონაწილეობს, მაგრამ ჩქამი ჭარბობს, სონორებში (, , , , ) ტონი მეტია, მაგრამ ჩქამიც შეიმჩნევა; ხმოვნებში (, , , , ) კი ტონი ბევრად ჭარბობს. ჩურჩულით წარმოთქმული ყველა ბგერა (ხმოვანიც კი) ჩქამიერია. სამეტყველო ბგერებში ჩქამის მეტ-ნაკლები არსებობა განპირობებულია სამეტყველო აპარატის აგებულების თავისებურებებით. ჩქამშეურეველი ტონი გვაქვს მხოლოდ მუსიკალურ ბგერაში.

ნ. კიზირია


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები