ტონი (ლინგვისტიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტონი – (< ბერძნ. tonos – დაჭიმული თოკი, დაჭიმვა, დაძაბვა), ბგერის ფიზიკური თვისება, რომელიც განისაზღვრება სახმო სიმების რიტმული რხევით. ტონს შევიგრძნობთ მაშინ, როდესაც მბგერი სხეული ირხევა პერიოდულად და სათანადო სიჩქარით (16000 – 20000 რხევა წამში). ტონი წარმოიქმნება ამოსუნთქული ჰაერნაკადის გავლით სახმო სიმებში, ხახაში, პირისა და ცხვირის ღრუებში. დაჭიმული სახმო სიმების რხევა წარმოქმნის რთულ ტონს (ძირითადსა და ობერტონებს). რაც მეტია რხევის სიხშირე, მით მაღალია ტონი და პირუკუ. ხახა, პირისა და ცხვირის ღრუ ქმნიან რეზონატორებს, რომლებიც აძლიერებენ ამა თუ იმ ობერტონს. ობერტონები აძლევენ ძირითად ტონს გარკვეულ ელფერს, ანუ ტემბრს, ტემბრი კი განასხვავებს ბგერებს.

ძირითადი ტონის ცვალებადობით, ანუ ინტონაციით გარჩეულია წინადადება (თხრობითი, კითხვითი…), აზრის დასრულება ან დაუსრულებლობა და მისთ. ე. წ. ტონურ ენებში (ჩინური, ტაილანდური, ვიეტნამური…). ტონი გამოყენებულია სიტყვათმახვილის ფუნქციით.

მამაკაცის ხმის ტონი უფრო დაბალია, ვიდრე ქალისა, რადგანაც მისი სახმო სიმები უფრო გრძელი და მსხვილია. ეს განსხვავება არ არის ლინგვისტურად ღირებული, ენაში მნიშვნელობა აქვს არა ტონის აბსოლუტურ სიმაღლეს, არამედ შეფარდებითს.

ი. თევდორაძე


ლიტერატურა

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები