ხახა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხახა-ხორხის ანატომია

ხახა (ლათ. Pharynx) — ქორდიანებისა და ადამიანის წინა ნაწლავის ნაწილი, რომელიც პირის ღრუს უკანაა მოთავსებული.

ხახას გააჩნია კუნთოვან – ლორწოვანი სტრუქტურა, რომელიც ვრცელდება კისრის გასწვრივ, წინა ნაწილში, სახის უკან, ქალას ფუძიდან კისრის ზედა ნაწილამდე.

სიგრძე, ადამიანის კონსტიტუციური თავისებურებების გათვალისწინებით, 15 სმ-ს აღწევს, ხოლო სიგანე – 2-5 სმ-ს.

აქ ერთმანეთს კვეთენ:

— სასუნთქი გზა – ცხვირიდან საყლაპავის პირამდე;

— საყლაპავი გზა – პირიდან საყლაპავის პირამდე;

— ხახის ზედა ნაწილი – ცხვირ-ხახა, რომელიც მხოლოდ სასუნთქ გზას წარმოადგენს და მთავრდება რბილი სასის დონეზე;

— პირ-ხახა-საყლაპავის და სასუნთქი გზების გზაჯვარედინი, ზუსტად პირის ღრუს უკან მდებარეობს. მასში, გვერდებთან, განლაგებულია სასის ტონზილები (ორ რკალს შორის). დახურული პირის დროს, ენის ძირი წარმოადგენს პირ-ხახის წინა კედელს;

— ქვედა ხახა (HYPOPHARYNX) მდებარეობს კისრის მე-5 და მე-6 მალების დონეზე, ზუსტად პირ-ხახის ქვემოთ და მისგან გამოყოფილია ინის ძვლის საპროექციო ხაზით. ამ ზონაში ასევე, იკვეთება ორი ფუნქცია – ყლაპვის და სუნთქვის. მისი პათოლოგიები იწვევს ორივე ფუნქციის მოშლას. ხორხი იწყება ქვედა ხახის ქვემოთ და მდებარეობს მის წინა ნაწილში. მის გვერდით არის ორი ჩაღრმავება – მსხლისებრი ფოსო (SINUS PIRIFORMIS). ქვედა ხახა ქვემოთკენ გრძელდება საყლაპავის პირით და საყლაპავით, რომელიც ბეჭდისებრი ხრტილის (c. Cricoideus) დონეზე მდებარეობს. ბეჭდისებრ-ხახის კუნთი (m. Cricopharyngeus) ამ ორი ზონის გამყოფია. მისი დისფუნქცია შესაძლოა გახდეს Zenker-ის დივერტიკულის გაჩენის მიზეზი;

ქვედა ხახის კუნთების – კონსტრიქტორების ინერვაცია IX და X ნერვების წნულებზეა დამოკიდებული;

ხახის ლორწოვანი, პირის ღრუს ლორწოვანის მსგავსად არის ამოფენილი.

ფუნქცია

ხახის და ენის ძირის მოძრაობით, საკვები ლუკმა გადაიდევ- ნება საყლაპავისაკენ. ამ მიდამოს ცალმხრივი დისფუნქცია (IX და X ნერვების დამბლა), როგორც წესი, კომპენსირდება და უმნიშვნელოდ აწუხებს პაციენტს. თუმცა, როდესაც XII წყვილი ნერვის პარეზი ჩნდება, მაშინ, შესაძლოა, ყლაპვის სერიოზული დისფუნქცია – სასულეში გადაცდენა.

ორმხრივი პარეზი – აფაგიის გარანტიაა.

ცხვირ-ხახის, სასის და ენის ტონზილები ერთობლიობაში ქმნიან ვალდეიერის რგოლს.

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები'

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები