NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვინი

ქართული ანბანის მეექვსე ასო; მისი სახელია, „ვინი“. გრაფიკული სიმბოლო ბაგისმიერი სონორი ფონემისა, ასომთავრულში იწერებოდა Ⴅ. მისი მოხაზულობა ურთიერთპერპენდიკულარული ხაზების კომბინაციაა, რომელიც კვადრატულ არეს იკავებს. ნუსხური ⴅ. კუთხოვანი ფორმისაა და მარჯვნივ გადახრილი. მხედრული ვ-ს ზედა და ქვედა ნაწილები რკალური ფორმისაა. ნუსხური ⴅ და მხედრული ვ ოთხხაზოვანი სისტემის ქვედა სამ ხაზს შორის იწერება.

ძველ. ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ექვსს (6), ახალ ქართულში ჩამოთვლისას (ანბანის რიგის მიხედვით) აღნიშნავს მეექვსეს. ციფრობრივი ნუმერაციის დროს გამოიყენება ერთი და იმავე ნომრით აღნიშნული რამდენიმე საგნის, პუნქტის… განსასხვავებლად: მეხუთე პუნქტის გ მუხლი.


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

მოძიებულია „https://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php?title=%E1%83%95&oldid=217584“-დან
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები