ფ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფ – ქართული ანბანის ოცდამეერთე (ძველი ქართული ანბანის ოცდამეოთხე) ასო, მისი სახელია „ფარი“; გრაფიკული სიმბოლო ლაბიალური ფშვინვიერი ხშული თანხმოვნისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴔ. მისი მოხაზულობა ხაზისა და წრის კომბინაციაა, რომელიც კვადრატის ნახევარს იკავებს. ნუსხური ⴔ კუთხოვანი ფორმისაა და მარჯენივ გადახრილი. მხედრული ფ ერთიანი, მომრგვალებული კონტურის მქონეა. ნუსხურსა და მხედრულში ქვედა სამ ხაზში იწერება.
ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ხუთასს (500).