ო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„ო“ – ქართული ანბანის მეთოთხმეტე (ძველი ქართული ანბანის მეთექვსმეტე) ასო. მისი სახელია „ონი“; გრაფიკული სიმბოლო უკანა რიგის საშუალო აწეულობის (ბაგისმიერი) ხმოვანი ფონემისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴍ. მისი მოხაზულობაა წრისა და რკალის კომბინაცია, რომელიც კვადრატულ არეს იკავებს. ნუსხური ⴍ კუთხოვანი ფორმისაა. მხედრული ო მომრგვალებული კონტურის მქონეა.
ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა სამოცდაათს (70).