NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ქართული ანბანის მეორე ასო. მისი სახელია „ბანი“; გრაფიკული სიმბოლო ბილაბიალური (წყვილბაგისმიერი) მჟღერი ხშული ფონემისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴁ. მისი მოხაზულობა სწორი ხაზებისა და პატარა წრის კომბინაციაა, რომელიც კვადრატულ არეს იკავებს. VII ს-იდან იგი თავგახსნილია. ნუსხური ⴁ ოდნავ მარჯვნივ არის გადახრილი და ოთხხაზოვანი სისტემის ქვედა სამ ხაზშია მოთავსებული. მხედრული ბ-ს ქვედა ნაწილი წრეს კრავს და ზედა სამ ხაზს შორის იწერება:

ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ორს (2), ახალ ქართულში ჩამოთვლისას (ანბანის რიგის მიხედვით) აღნიშნავს მეორეს. ციფრობრივი ნუმერაციის დროს გამოიყენება ერთი და იმავე ნომრით აღნიშნული რამდენიმე საგნის, პუნქტის… განსასხვავებლად: მეათე პუნქტის ბ მუხლი…


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

მოძიებულია „https://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php?title=%E1%83%91&oldid=218769“-დან
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები